საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ერთობლივ პრესრელიზს აქვეყნებს
პოლიტიკა - 12:33, 17 Nov, 2015     1214

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭომ სხდომის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესრელიზი გაავრცელა, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:


"ასოცირების საბჭომ მკაცრად დაგმო 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები. ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლა ჩვენი საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საერთო თავისუფლებები და ღირებულებები, ითქვა საბჭოზე.ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის (2014 წლის ნოემბერში) შემდეგ ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრირების ერთგულნი რჩებიან და აღიარეს საქართველოს ევროპული მისწრაფება, ქვეყნის ევროპული არჩევანი და მხარეების საერთო მიზანი, ხელი შეუწყონ დემოკრატიული, სტაბილური და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქვეყნის მშენებლობას.
ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების სრული პოტენციალის გამოყენების კონკრეტული საშუალება, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდება საკვანძო რეფორმებზე, ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და ზრდაზე, მმართველობასა და სექტორულ თანამშრომლობაზე.
ასოცირების საბჭომ აღიარა შეთანხმების განხორციელების პროცესში მიღწეული წინსვლა და მიესალმა საქართველოს მზადყოფნას, შეინარჩუნოს რეფორმების პროცესში მიღწეული დადებითი შედეგები ასოცირების შეთანხმებაში გაცხადებული საერთო ღირებულებების შესაამისად. ეს ღირებულებებია – დემოკრატია, კარგი მმართველოა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ამ კონტექსტში ასოცირების საბჭომ შეაფასა საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ–ერთი მოწინავე ქვეყანა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად საჭიროა არსებული დემოკრატიული გარემოს შენარჩუნება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, უზრუნველყონ თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემო და პოლიტიკური პლურალიზმი, როგორც დემოკრატიული არჩევნების წინაპირობა და თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისა თუ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება დაძაბულობის ზრდა და პოლარიზების გაღრმავება გამოიწვიოს.
ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას მართლმსაჯულების რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. ევროკავშირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი სისხლისსამართლებრივი გამოძიება და დევნა; ის უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, მიუკერძოებული, უნდა წარიმართოს პროცედურების მკაცრი დაცვით და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულელების შესაბამისად.
ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზების პროცესში მიღწეულ წარმატებას და ვალდებულებების უდიდესი ნაწილის შესრულებას, როგორც ევროკომისიის 2015 წლის მაისის პერიოდულ ანგარიშშია აღნიშნული. ევროკავშირმა კმაყოფილებით აღნიშნა ის წინსვლა, რომელიც დარჩენილი ვალდებულებების შესრულებაში იქნა მიღწეული. ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომიის მიერ 2015 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი ანგარიშის გამოქვეყნებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს მათ განხორციელებაზე მიმართული ძალისხმევა.
ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებაში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას, ასევე, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მიიღებას. მხარეები მიესალმნენ ადამიანის უფლებების შესახებ მათ შორის არსებული დიალოგის ხარისხს და შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების შემდგომი მოგვარება, როგორიცაა ბავშვთა და ქალთა უფლებები.
ასოცირების საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სტარტეგიული როლი ენერგეტიკისა და სატრანსპორტო კავშირების სფეროებში და ითქვა, რომ საქართველოს მიერ ენერგოთანამეგობრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ასოცირების შეთანხმების ენერგეტიკული ნაწილის შესრულებისკენ გადადგმული ერთ–ერთი უმთავრესი ნაბიჯია. ევროკავშირი მიესალმა გარემოს დაცვის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და საქართველოს მზადყოფნას, დაუახლოვოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს.
ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოსთვის ევროკავშირის მნიშვნელოვან დახმარებას, რომელიც საგრძნობლად გაიზარდა 2014-2017 წლებში და საშუალოდ წელიწადში €100 მლნ ევრო შეადგინა. ეს დახმარება მიმართულია ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვლისწინებული ვრცელი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებიდან მოსალოდნელი ინვესტიციების საქართველოს ეკონომიკაში შემოდინების წახალისება.
ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის მიერ ეგრეთ წოდებული ,,შეთანხმებების“ განხორციელების შესახებ, რომელთა მიზანია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ინტერაციის გაღრმავება; ასევე, იმ შედეგების შესახებ, რომელიც მოაქვს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ფირნიშების უკანონოდ დამონტაჟებას უსაფრხოებისთვის, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისთვის.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობას და კონფლიქტის მოგვარებას; ის საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის ერთგული რჩება. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის სფეროში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის თანათავმჯდომარის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობა ამ მხარდაჭერის ხელშესახები და მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.
ასოცირების საბჭოს სხდომაზე მხარეები შეთანხმდენენ, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და უფრო ინტენსიური გახდეს ისეთი ფართო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს; საბჭომ მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, იქონიოს წვდომა მის მთელს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან.
ასოცირების საბჭოზე აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ნდობის აღდგენაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება, ასევე, შერიგებაზე ორიენტირებული ძალისხმევის წახალისება.
ევროკავშირმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის ეგიდით მოქმედ კრიზისების მართვის ოპერაციებსა და მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს მონაწილეობა უკრაინაში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების მიზნით შექმნილ ევროკავშირის საკონსულტაციო მისიაში.
ევროკავშირმა კმაყოფილება გამოთქვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივ ფორმატში საქართველოს აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე რიგის სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოიწონა, ასევე, საქართველოს მიერ გაკეთებული აქცენტი სექტორულ თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს საქართველოს მიერ ამა წლის 26 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯანდაცვის მინისტრების არაფორმალური დიალოგის გამართვას თბილისში.
ასოცირების საბჭო ელოდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გადახალისების შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ერთობლივი კომუნიკაციის მიღებას და მოელის, რომ გაიმართება დისკუსიები ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ამ კომუნიკაციის განხორციელების შესახებ.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი. ევროკავშირის მხრიდან სხდომაში ასევე მონაწილეობდა ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ვიცე–პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები."- აღნიშნულია პრესრელიზში.

შეგახსენებთ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა 2015 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა. ასოცირების საბჭო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შექმნილი უმაღლესი ოფიციალური ორგანოა, რომელიც ზედამხედველობას უწევს შეთანხმების განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42