"არ მინდა ჩავთვალო, რომ პრეზიდენტისა და პრემიერის ინიციატივები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან"
პოლიტიკა - 12:05, 17 Nov, 2015     1178
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე თვლის, რომ უშიშროების და კრიზისების მართვის საბჭოებოს გამართვა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ამის შესახებ ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არ მინდა, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტისა და პრემიერის ინიციატივები, ქვეტექსტშიც კი ჩავთვალო, რომ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, ეს ძალიან მეორეხარისხოვანია ახლა. პრეზიდენტის ინსტიტუტი ისეთი ინსტიტუტია, რომ თავისთავად აქვს ეს ფუნქცია და პრეზიდენტმა ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ სრული გადაკვეთა ხდება“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტს სჭირდება კონსულტაცია უშიშროების საბჭოს წევრებისგან , მაშინ სხდომა უნდა იყოს მოწვეული და ამაში გასაკვირი არაფერია.

„უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. თუ ბატონი პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, რომ მას სჭირდება თათბირი, რჩევა და კონსულტაცია უშიშროების საბჭოს წევრებისგან. მას აქვს სრული უფლება, რომ ეს მოიწვიოს, ეს მისი გადასაწყვეტია. თავისთავად ცხადია, როცა ასეთი ვითარებაა უსაფრთხოების სამსახურები გადადიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობაზე და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა "ნაციონალურმა მოძრაობამ" სთხოვა.

რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოს სხდომას იგი პრემიერმა მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42