“არავითარი ძალდატანება რეალურად არ ყოფილა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა რეალურად რუსთავი 2-ში საკუთარი წილები თითომ 600 ათას დოლარად გაყიდეს,ამის შესახებ ინფორმაცია "ქრონიკა +"-სს სანდო წყარომ მიაწოდა. მოლაპარაკებებში ფოთის პორტის მაშინდელი უფროსი ჯემალ ინაიშვილი მონაწილეობდა და შეხვედრები მაშინდელი პავლოვის ქუჩაზე თამაზ ნიჟარაძის იგივე "პარაშუტას" ოფისში მიმდინარეობდა. დვალს და აქიმიძეს რეალურად მხოლოდ ერთი ულტიმატუმი დაუყენეს, წილის გაყიდვა ისე უნდა მომხდარიყო, რომ ამის თაობაზე ეროსი კიწმარიშვილს არაფერი ცოდნოდა, ორივე მათგანმა ეს პირობა წესიერად დაიცვა, ამ პერიოდში ორივე მათგანის წილი თამაზ ნიჟარაძის ცოლისძმაზე პაატა ქარსანიძეზე გადაფორმდა, ამის შემდეგ კი ეროსი კიწმარიშვილს მიადგნენ, 66 % ის მფლობელები ჩვენ ვართ, და წილი გაყიდეო ამავე წყაროს ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა ოფიციალურად 6 მილიონი, არაოფიციალურად კი სამჯერ მეტი თანხა აიღო და ეს ფული მას ბიძინა ივანიშვილმა გადაუხადა, ხოლო ტელევიზიის წილები ქიბარ ხალვაშზე მხოლოდ იმიტომ გააფორმეს, რომ იგი ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო” - აცხადებს გამოცემა.
წყარო "ქრონიკსა+"
მასალის გამოყენების პირობები






