დღეს საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს აირჩევს
პოლიტიკა - 09:48, 19 Nov, 2015     1580
დღეს საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს შეარჩევს.
იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებენ. მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევის პროცედურა ღია და გამჭვირვალეა და მასზე დასწრება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებზე დაკვირვების მსურველები 19 ნოემბრის 10.00 საათამდე უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა (ორგანიზაციებმა) უნდა გამოგზავნონ ელექტრონული წერილი მისამართზე info@justice.gov.ge და განაცხადონ, რომ სურთ, დააკვირდნენ მთავარი პროკურორობის კანდიდატის არჩევნებს; მიუთითონ დამკვირვებლის სახელი და გვარი, აგრეთვე, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენენ. არჩევნები 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროში გაიმართება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ტარდება. კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს ხმათა 2/3-ით ფარული კენჭისყრით ირჩევს. სამივე კანდიდატურას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. საპროკურორო საბჭოს წევრებს დაურიგდებათ სამი ბიულეტენი. თითოეულში მითითებული იქნება მთავარი პროკურორობის ერთი კანდიდატი. საბჭოს წევრები თითოეულს ცალ-ცალკე მისცემენ ხმას. არჩევანის გაკეთების შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრები სამივე ბიულეტენს ერთ კონვერტში მოათავსებენ და საარჩევნო ყუთში ჩაუშვებენ.

ხმის მიცემის მსგავსად, ღიაა ხმების დათვლის პროცესიც. საარჩევნო ყუთი კენჭისყრის დასრულებისთანავე გაიხსნება. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა.

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუკი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო საჭირო ხმების მოგროვება, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს კენჭი მეორე ტურში ეყრება.

საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდეგ კი კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა. ინფორმაცია იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეხვედრების შესახებ თითოეული შეხვედრის დასრულებისთანავე განთავსდა საპროკურორო საბჭოს საიტზე – pc.gov.ge. 18 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი იმ სამი კანდიდატის ვინაობას გაასაჯაროებს, რომლებსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. გამოქვეყნდება მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება, რომლებიც, კანონის შესაბამისად, უნდა დასაბუთდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42