„ჩვენ ყველა მუქარას, რომელიც იქნა საჯაროდ გაჟღერებული ტერორისტებისგან და ეს მუქარა უკავშირდება კონკრეტულად საქართველოს, სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ მობილიზებას ვიჩენთ მაღალი ხარისხით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც უკავშირდება რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილებას. რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქართველო მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში ტერორისტებისთვის, ეს ასე არ არის“, - განაცხადა იზორიამ.
იზორიამ ISIS-ის პროპაგანდისტული ქართული გვერდის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით.
“გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით; ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდების არსებობა აიკრძალოს. გამოძიება დაწყებული იყო და ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი და სიმტკიცე გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა”, – აღნიშნა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






