საფრანგეთის ტერაქტს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი ეხმიანება:
ტერორიზმი, თავისი არსით, უდიდესი ბოროტებაა, რადგან მას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს!
და ბევრად მეტი ბოროტებაა, როცა ტერორისტის მისამართი გეშლება! ტერორისტის მისამართი, ანუ მის უკან მდგომი, მხოლოდ მოსალოდნელი შედეგების მიხედვით და თავად ტერორისტული აქტის ხელწერით შეიძლება დადგინდეს და ეს არც ისე რთულია, თუ თავი მარტო ბალიშზე დასადებად არ გვაქვს!
საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად, დიდი ალბათობით, ამ უბედურების შემდეგ პოზიციებს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალა, მარი ლე პენი გაიმყარებს... პუტინის თითქმის ღია მოკავშირე...ხელწერაც, ვფიქრობ, ნაცნობია...
გერმანიაში, რომელმაც სირიიდან 800 ათასი ლტოლვილი მიიღო, რა შეიძლება მოხდეს, წარმოდგენაც კი მზარავს!
მერკელმა კარი არა სირიელ ლტოლვილებს, არამედ რუსეთის მზაკვრულ გეგმას გაუღო და უახლოეს მომავალში თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, მხოლოდ აშშ–ს პრეზიდენტის ძალიან სწორი და მიზანმიმართული განცხადება ვერაფერს შეცვლის.
ამ ტრაგედიის უკან კრემლია!
და ყველაზე სამწუხარო კი ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ისაა, რომ რასაც ეხლა აქ ვწერ, გაუგებარია დამშეული, გაუბედურებული, სასოწარკვეთამდე მიყვანილი ადამიანებისთვის ჩემს სამშობლოში...
ღმერთო დაიფარე ჩემი საქართველო, რომელიც მე ყველაზე ძალიან მიყვარს დედამიწაზე და რომელსაც დღეს პუტინის მარიონეტები დაეპატრონენ!
მასალის გამოყენების პირობები






