საქართველოს პარლამენტის წევრები უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამ მიზნით შესაბამისი სამსახურებისთვის რესურსების გაზრდას არ გამორიცხავს.
დეპუტატი თქმით ვითარებიდან გამომდინარე მომავალი წელი ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით აქტიური იქნება და ქვეყანას შესაძლებელია ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების გადახედვა მოუწიოს.
„ჩვენ გლობალური ანტიტერორისტული ღონისძიებების ნაწილი ვართ. შესაძლებელია, ამ მიმართულებით ჩვენი შესაძლებლობების გადახედვა მოგვიწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მნიშვნელოვანი შედეგებიც გვაქვს“, - ამბობს დეპუტატი.
როგორც ცნობილია, თავისუფალი დემოკრატები დღეს გამოვიდნენ ინიციატივით, რათა საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, საჭიროა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს გაეზარდოთ დაფინანსება.
მასალის გამოყენების პირობები






