თავდაცვის კომიტეტმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების საკითხი არ განიხილა
პოლიტიკა - 19:33, 16 Nov, 2015     2275
თავდაცვის კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძის კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ დღის წესრიგში არ ჩასვა. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის თაობაზე საპროცედურო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების დასკვნები არ იყო წარდგენილი, რის გამოც, საკითხი დღის წესრიგში ვერ ჩასვამდა.

„ეს წამყვანი კომიტეტია, შესაბამისად რეგლამენტის მიხედვით მან უნდა გაიაროს სავალდებულო კომიტეტები. მე მისი ეს ინიციატივა პოპულიზმთან გავაიგივე, რადგან თავად ზურაბ ჯაფარიძის კომიტეტებში დაუსწრებლობაა მიზეზი საკითხის გაჭიანურებისა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილის განცხადება ჯაფარიძემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ის კომიტეტში დასკვნებს წარადგენს. მისი თქმით არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომ ამ კანონპროექტს დღეს განიხილავდნენ.

„მეუბნებიან, რომ რაღაც პროცედურული ნორმები არ არის დაცული და ორი კომიტეტის დასკვნა აკლიაო, ნამდვილად ეს ასეა, აკლია, თუმცა ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ ეს საკითხი დღეს უნდა განხილულიყო. სავარაუდოდ რაღაც აქცია, რომ იყო დაანონსებული პარლამენტის შენობის წინ, ამან გაუჩინა რაღაც შიშები და გადაწყვიტეს რომ დღეს ეს საკითხი არ განიხილონ,“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ აპც „გირჩის“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42