თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხნის მფლობელი ნოდარ ებანოიძე ბათუმში გამართულ შეხვედრას იხსენებს, რა დროსაც მისი თქმით, ბიზნესი დაათმობინეს.
როგორც ებანოიძე ამბობს, ის თავად არც ადეიშვილს და არც მერაბიშვილს არ შეხვედრია.
ბიზნესმენის ინფორმაციით, შეხვედრა პროკურორთან გაიმართა.
"როგორც ხდებოდა მოხდა ჩემი ამბავიც ჩვეულებრივ მოხდა. დამიბარეს ბათუმში მაშინდელმა პროკურორმა გიორგი, გიგამ პოპიაშვილი თუ პაპიაშვილი, პაპუაშვილმა. მითხრა ესეთი რამე რომ უნდა ჩამაბარო თქვენი ქონება ან უნდა დააბრუნოთ ფულიო. მე ვთქვი, რომ ფულს ვერ დავაბრუნებ. ფული რომ მქონოდა სესხს კი არ ავიღებდითქო. მაშინ ქონება დაარბუნეო. მერე იყო ბევრი შეხვედრები და ბოლოს იძულებული გავხდი დამებრუნებინა ქონება. მუქარა რა მითხრა პირდაპირ რომ ძალიან დიდი უსიამოვნები გექნებაო. იძულებული გავხდი მეც და ჩემი პარტნიორიც რომ გვეჩუქებინა ეს ქონება სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ნოდარ მოდებაძემ.
შეგახსენებთ, მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება დღეს გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






