როგორც დასავლეთის მუფტი ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, ისლამი ძალადობისა და ტერორიზმის კატეგორიული წინააღმდეგია.
"ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ისლამი არ არის მოძალადე და მუსლიმანი არ არის არასდროს ტერორისტი. თუ ვინმე რელიგიას ამოეფარება და ასეთ ქმედებებს ჩაიდენს, ეს ისლამის რელიგიას არ უნდა მივაწეროთ და არ უნდა შევქმნათ ისეთი ფონი, რომ საზოგადოებას ისლამთან დაშორების სურვილი ჰქონდეს," - განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლას ქამაშიძემ.
ტერორისტულ აქტებს ემიჯნება აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევიც. მისი თქმით, ისლამი არის სიყვარულის და მშვიდობის მქადაგებელი რელიგია და არა ძალადობისა და ტერორის.
„კითხვა, თუ რატომ ასოცირდება ისლამი ტერორიზმთან, პასუხი მარტივია - ნებისმიერ დაჯგუფებას ან ორგანიზაციას შეუძლია სასურველი სახელი დაარქვას და გამოვიდეს საზოგადოების წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ამოეფარნენ რელიგიას. მე გარწმუნებთ, რომ ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმს. ვწუხვართ, იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რაც საფრანგეთის დედაქალაქში მოხდა", - განაცხადა მუფტმა იასინ ალიევმა.
მასალის გამოყენების პირობები






