ეჭვს გამოიწვევს თუ რუსთავი 2 ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო - იან კელი
პოლიტიკა - 10:17, 16 Nov, 2015     2469
რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. როგორც იან კელი ,,კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, თუ საბოლოოდ არხი პროსამთავრობო გახდა და მასზე წვდომა ოპოზიციამ დაკარგა ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი არ იქნება თანაბარი სათამაშო ველი.

"ამიტომ არ იქნება სწორი, სასამართლო პროცესის სამართლებრივ ბუნებაზე ვისაუბრო, რაც არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთი საერთო მიზანი გვაქვს - იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზანს და ევროატლანტიკური სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ვთვლი, რომ ჩემი როლი იმის აღნიშვნაა, თუ რა დევს ფსონად და რა შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ ქმედებებს. იწყება საარჩევნო წელი (თუ უკვე არ არის დაწყებული) და ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. თუ საბოლოო შედეგი ამ ქმედებისა იქნება ის, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დაკარგავს წვდომას ამ სატელევიზიო არხზე ან ეს არხი ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო, ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი", - განაცხადა იან კელიმ.

რაც შეეხება კითხვას „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის და ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერებზე, ელჩი ამბობს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან დასადგენია რამდენად რეალურია ჩანაწერები.

„მათ უფლება აქვთ, გააჟღერონ ის მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა, გამოხატავდეს თუნდაც ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს. გულახდილად გეტყვით - ამერიკაში გვაქვს სატელევიზიო არხები, რომელთა ყურების შედეგად ლამის გულის შეტევა მივიღო ხოლმე. მაგალითად, ვერ ვუყურებ ”რაშა თუდეის”. თუმცა პასუხი ამაზე არ არის მენეჯმენტის შეცვლა, პასუხი ღია კონკურენციაა. რაც შეეხება უკანონო მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რთულია იმის თქმა, რამდენად რეალურია ეს“, - ამბობს კელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42