თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს დღეიდან ფრაქციები განიხილავენ. ამის შემდეგ მსჯელობა კომისიებში გაგრძელდება. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით განისაზღვრა.
პრიორიტეტულ მიმართულებად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები სახელდება. ბიუჯეტიდან დაფინანსებით იგეგმება 26 მაისის მოედანსა და პუშკინის ქუჩაზე ორ დონიანი გზების გაკეთება.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.
„ყველა ჩვენი კონკრეტული შეთავაზების პასუხად მივიღეთ ბიუჯეტი, სადაც არანაირი კონკრეტული ხელშესახები მსხვილი ინფრასტრუქტურული ან რაიმე სიახლე სოციალური დაფინანსების კუთხით არ არის. პირიქით, ყველა ამ მიმართულებით კლებაა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი წელიც ნარმანიას შესაფერისად, უნიათოდ ჩაივლის“, - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






