,,ანტიტერორისტული კოალიცია რუსეთთან ერთად ნიშნავს:
1. მეტ მსხვერპლს უკრაინაში - რადგან პუტინს პოროშენკოს მთავრობა ტერორისტული და უკანონო ჰგონია;
2. უკრაინის კრიზისის გაღრმავებას - მცირე რუსეთის იდეის გაღვიძებას;
3. უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ ახალი ფრონტების გახსნას, მათ შორის, რბილი და ჰიბრიდული ომების წარმოებას და ამის "გაპრავებას" კოალიციის თანასწორი წევრის სტატუსით.
4. საქართველოს საგარეო ორიენტაციაზე დამატებით შეტევებს, მცდელობას, რომ ევრო-ატლანტიკურმა თანანეგობრობამ თავად თქვას ღია უარი ჩვენ მიღებაზე;
5. სავარაუდოდ პანკისის ხეობაში ერთობლივი ცენტრის (რეალურად, ბაზის) გახსნის იდეის გაღვიძებას;
ჩვენ ვერ ვაიძულებთ დასავლეთს, რომ იყოს პრინციპული და არასდიდებით არ დათანხმდეს პუტინს არანაირ შეთავაზებაზე.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ სრული სიმართლე:
კერძოდ - ახლაა მომენტუმი ალიანსის გაფართოებისა!!!
კონიუნქტურამ შეაღო ფანჯარა.
ვიდრე დაკეტილა, ახლაა აქტიურობა საჭირო...“ - წერს ტაბლიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






