თბილისის მერიაში სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
პოლიტიკა - 12:56, 15 Nov, 2015     731

თბილისის მერიაში გაიმართა სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია სახელწოდებით „დაიწყე კარიერა“. პროგრამის პრეზენტაცია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შედგა. პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მათი განათლების პროფილისა და პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით, სთავაზობს სამთვიანი პრაქტიკის გავლას მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში. .

თბილისის მერიის ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტთა ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების სრულყოფას და მათ მომზადებას დასაქმებისა და კარიერული ზრდისთვის. ამ ეტაპზე განსაზღვრულია 600-მდე სტუდენტის პროფესიული პრაქტიკა.

პროგრამა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას საჯარო სამსახურში.

„მერიის ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას, გულისსხმობს მერიის დაქვემდებარებულ შპს-ებში, და აიპ-ებში დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სტაჟირებას. პირველ ეტაპზე ჩვენ სამთვიანი სტაჟირების საშუალებას მივცემთ 600-მდე სტუდენტს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გია შერვაშიძის განცხადებით, თბილისის მერიის ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია, რათა მოხდეს სტუდენტის დაკავშირება მომავალ დამქირავებელთან.

სტაჟირების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მერიის დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, რომელიც სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმებთან ერთად მერიის ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge მომავალ კვირაში განთავსდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42