,,ბილეთზე "სიკვდილის პრემიერა" ეწერა“ - პარიზელი წყვილის ტრაგიკული ისტორია
სოც.მედია - 12:38, 15 Nov, 2015     45605
პარიზში გუშინ მომხდარი ტერაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სულა სულაშვილი, წყვილის უკანასკნელ დღესა და ტრაგიკულ ისტორიაზე წერს.

"დილით, საუზმეს რომ ამზადებდა, გაბრიელის საყვარელი ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და დაემსხვრა... კლაუდიამ შუბლზე აკოცა შვილს და პირობა მისცა, სამსახურიდან დაბრუნებამდე აუცილებლად უყიდიდა ზუსტად ისეთივე ფინჯანს, რადაც უნდა დსჯდომოდა.

- მთელ პარიზს შემოვივლი და ვიშოვი, - ეუბნებოდა გაბრიელს და შოკოლადინს ძალით სტენიდა პირში, - აი ,ეს ერთიც შეჭამე... შეჭამე და საღამომდე დაგავიწყდება...
გაბრიელი რომ გააცილა, თვითონაც შემოიცვა თხელი მანტო და ქალაქში გავიდა. შორს არც უფიქრია წასვლა. იქვე, ახლოს, რესპუბლიკის ქუჩაზე, საკონცერტო დარბაზის მოპირდაპირედ, ეგვიპტური სუვენირების მაღაზიაში შევიდა. თვალები სიხარულისგან გაუნათდა, როდესაც მსგავსი ფინჯანი ისევ აღმოაჩინა თაროზე და, ერთის ნაცვლად, ორი იყიდა: მალე ცოლს შეირთავს, იყოსო, - გაიფიქრა გულში. შემდეგ საკონცერტო აფიშები გადაათვალიერა და სალაროსკენ გაეშურა. ჯერ სამი ბილეთი მოითხოვა. მერე იფიქრა: მე რაღა მინდა, ახალგაზრდები არიან, თან მთელი კვირაა, ერთმანეთს არ შეხვედრიანო და ერთი ბილეთი ისევ უკან დააბრუნა...
***
გვიან საღამოს გიჟივით გავარდა აივანზე...
ქალაქი სირენების ხმამ შთანთქა...
- ვაიმე, შვილებო! - იყვირა და საკონცერტო დარბაზისკენ გაიქცა...

დღეს პროზექტურის კარებთან მდგარი, თმაგაწეწილი კლაუდია ყველას უყვებოდა, როგორ შეიძინა ბილეთები, რომელსაც თურმე "სიკვდილის პრემიერა" ეწერა ზედ, და გულმოსაკლავი ხმით კიოდა: - დამიბრუნეთ მესამე ბილეთი სიკვდილის პრემიერაზე დასასწრებად!

გაბრიელის და ემილიას უსულო სხეულს ჯერ ისევ ოქროსფერი ქაღალდი ეფარა და მათ ჯიბეში დარჩენილი მობილურები დაუსრულებლად წკრიალებდნენ... ეს იყო ხმა, რომელსაც სიკვდილის გაცოცხლება სურდა... მათ მეგობრები, ნათესავები და ალბათ უბრალოდ ნაცნობები ეძებედნენ და ელოდებოდნენ...

საშინელი სურათი იყო

პარიზი 2015 წ. 13 ნოემბერი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42