,,პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლისთვის ვიღაცამ შეიძლება სპეციალური კანონის შექმნა მოინდომოს“ - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 23:54, 14 Nov, 2015     2170
პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით მმართველი კოალიციის მხრიდან გაკეთბულ განცხადებებზე ისაუბრა პრეზიდენტის მრჩეველმა. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ადმინისტრაცია ცდილობს არ ჩაერთოს ამ პოლემიკაში. პრეზიდენტის მრჩეველი იმედოვნებს, რომ იმ ფონზე როცა ქვეყანაში არსებობს მრავალი პრობლემა და როცა მსოფლიოს ყურადღება სრულიად სხვა თემებზეა მიპყრობილი, საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროდან ამოვარდნილი არ იქნება.

"პრეზიდენტის სასახლიდან გამოსახლების შესახებ მიმდინარე პოლემიკაში პრეზიდენტი ცდილობს არ ჩაერთოს. არსებობს სამართლებრივი აქტი, პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის ძალითაც პრეზიდენტმა განსაზღვრა თავისი საქმიანობის წესი, ადგილსამყოფელი. ეს საკმაოდ მაღალი ძალის მქონეს აქტია, რომელსაც ვერ აუქმებს მთავრობის დადგენილება, რომც იქნეს ამ კუთხით მიღებული. თუ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მმართველი კოალიცია დაირაზმება იმისათვის, რომ თვითმიზნად აქციოს და შექმნას საფუძველი, რომელიც არ არსებობს პრეზიდენტის ამ სასახლეში არყოფნისა, ბუნებრივია ასეთი ყურითმოთრეული ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს და ვიღაცამ სპეციალური კანონის შექმნა მოინდომოს. მინდა დიდი იმედი ვიქონიო, რომ ქვეყანაში, როდესაც ამდენი პრობლემებია დაგროვილი, როცა მსოფლიოში სრულიად სხვა თემებზე მიდის მსჯელობა საქართველოს ამ დემოკრატიული სამყაროდან ასე უცნაურად ამოვარდნილი არ აღმოჩნდება და მთელი ძალისხმება სამთავრობო სტრუქტურებისა არ იქნება მიმართული იქეთ, საითკენაც დღეს შეიძლება აღმოჩნეს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ ,,კურიერის“ ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42