საქართველოს პოლიტიკური პარტიები ფრანგ ხალხს უსამძიმრებენ
პოლიტიკა - 15:10, 14 Nov, 2015     1533

საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პოლიტიკური პარტიები ეხმაურებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დავით ბაქრაძე საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ესაა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეის წინააღმდეგ ბრძოლა.

"შეძრწუნებული ვარ იმ უმძიმესი ტრაგედიით, რაც პარიზში დატრიალდა. ესაა შეტევა არამარტო საფრანგეთის სახელმწიფოსა და ფრანგი ხალხის მიმართ, არამედ ესაა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეის წინააღმდეგ.

ამიტომ, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის სახელმწიფოს ამ ბრძოლაში, და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ სოლიდარობას და გულისტკივილს გამოვხატავთ ფრანგი ხალხის, დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები საფრანგეთის მოსახლეობასთანაა."- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია:

,,ვუსამძიმრებთ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას საფრანგეთში მომხდარი უდიდესი ტრაგედიის გამო. ტერორიზმი, მთელი თავისი სისასტიკითა და არაადამიანური გამოვლინებით არის ცივილიზებული სამყაროს საფრთხე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მსოლფიო სახელმწიფოთა უპირველესი ვალდებულებაა“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ფრანგ ხალხს „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით თანადგომა გამოუცხადა ირაკლი ალასანიამაც:

„ამ უმძიმეს წუთებში, მინდა ,,თავისუფალი დემოკრატების" სახელით, სამძიმარი გამოვუცხადო ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას. მხოლოდ თანადგომით შევძლებთ დავძლიოთ ის შემაძრწუნებელი განცდა, რაც მომხდარის გამო თითოეულ ჩვენთაგანს დაეუფლა. მჯერა, ტერორიზმის შიში ვერ დათრგუნავს თავისუფლებისმოყვარე ფრანგ ერს. ვუსამძიმრებ თითოეული დაღუპულის ოჯახს.“- განაცხადა ალასანიამ.

საფრანგეთს სამძიმარი გამოუცხადეს „ახალმა მემარჯვენეებმაც“

„სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას პარიზში გუშინ მომხდარი არაადამიანური ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

ტერორიზმი თავისი გაუგონარი სისასტიკით მთელი მსოფლიოსთვის არის საფრთხე, რომელსაც უნდა ებრძოლოს ყველა ცივილიზებული სახელმწიფო.

რელიგიური თუ ნებისმიერი სხვა მოსაზრებების გამო სრულიად უდანაშაულო ადამიანებზე შურისძიება დაუშვებელია და ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა აცნობიერებდნენ, რომ ამას დამღუპველი შედეგები მოაქვს კაცობრიობისთვის.“-აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42