როგორც საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ შანსი მისცა საქართველოს მთავრობას, რომ სახე შეინარჩუნოს და პროცესებს გაერიდოს.
„საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრატიას, ქვეყნის ევროატანტიკურ მომავალს, შანსი თავისუფლა მედიას და საქართველოს მთავრობას, რომ სახე შეინარჩუნოს. დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამას. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქართულმა სახელმწიფომ გაიმარჯვა. ყველაზე ეფექტურმა ინსტიტუცმა, საკონსიტუციო სასამართლომ გამოსავალი შესთავაზა ყველა მხარეს. მოახერხა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი და წელსვე მივიღოთ ის ბენეფიტები, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს.
მივმართავ მთავრობას, ამ ვითარებაში უკან დახევა დამარცხება არ იქნება, პირიქით ეს იქნება გამარჯვება, გამარჯვება საკუთარ თავზე და გამარჯვება ქვეყნის ინტერესებისთვის. გაეცალეთ ამ პროცესებს და გააცილეთ პროცესებს ადამიანები, ვინც თქვენს ინტერესებს უკანონოდ გამოხატავს. ნუ შეზღუდავთ სიტყვის თავისუფლებას და ნუ დაღუპავთ ქვეყნის მომავალს. ჩვენს ინტერესში სწორედ ეს შედის. დიდი მადლობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა. ჩვენ ვიყავით უსამართლოდ დაჩაგრულები. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა და იცავდა ქვეყნის მომავალს, იცავდა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს. დიდი მადლობა სამ ადამიანს, რომელიც დღეს უკანონო პატიმრობაშია - მირიან დეისაძეს, ნიკოლოზ ნარსიას და კახა დამენიას. მდლობა ჩვენს მოკავშირეებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპულ ქვეყნებს, იმ ძალებს, ვისი მიმართულებითაც საქრთველოს წაყვანა არის ჩვენი ტელევიზიის მთავარი ამოცანა.“, - აღნიშნა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






