იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს თეა წულუკიანი პროკურორობის კიდევ სამ კანდიდატს შეხვდა: პაატა შავაძეს, რომელიც საადვოკატო კომპანია „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებამ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს; ლაშა გოლუბიანს, რომელსაც რეკომენდაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ახალგაზრდულმა მოძრაობამგაუწიეს; ნანა რევაზიშვილს, რომლის კანდიდატურა მთავარი პროკურორისპოსტზე მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, ა(ა)იპ „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.
იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის ყველა კანდიდატთან პირადად გასაუბრების შემდეგ მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურას შეარჩევს და მომდევნო კვირას საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. საბჭო მთავარ პროკურორს ფარული კენჭის ყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდგომკი − საქართველოს პარლამენტს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან შეხვედრა თეა წულუკიანმა 12 ნოემბერს დაიწყო. გუშინ იუსტიციის მინისტრი ვლადიმერ გაბრიჩიძეს, ლენა კაპანაძესა და კოტე ჭილაიას შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






