ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ის გზა, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ - ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 17:50, 13 Nov, 2015     1221

საქართველომ გააკეთა თავისი არჩევანი და აქვს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში, ამაში სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს. იცოდეთ, ჩვენი ხმა ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ იქნება,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის მთავრობის მეთაურებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ორმხრივი ურთიერთობები, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი, ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი - ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს.
რობერტ ფიცოს განმარტებით, საქართველოსა და სლოვაკეთს საერთო ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები და ტრადიციული კავშირები გააჩნიათ.

“კარგი იქნება, რომ ჩვენ პოლიტიკოსებმა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ამავე დროს ჯერ გაგვაჩნია გამოუყენებელი პოტენციალი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ განვახორციელებთ ზეწოლას მინისტრთა კაბინეტზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით,”-აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.

მისივე თქმით, სლოვაკეთის საელჩოს გახსნამ დიდი როლი ითამაშა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ამასთან არსებობს პირდაპირი ავიარეისების გახსნის შესაძლებლობა, რომელიც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესს შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა.

"მე პირველად ვარ თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, აღფრთოვანებული ვარ სლოვაკეთის სილამაზით. პრემიერისგან გავიგე, რომ იგი 1979 წელს საქართველოს, სოხუმს სტუმრობდა. ჩვენ,საქართველო-სლოვაკეთს ბევრი საერთო გააჩნია, რაც გვაკავშირებს და გვამეგობრებს. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება, და ამასთან არ არსებობს არანაირი დაბრკოლება ამ ურთიერთობის განვითარებისათვის. ჩვენ ქართველები აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია. საქართველოს ევროპული მომავალი ეს არის ხალხის არჩევანი და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ პატივი სცეს ხალხის არჩევანს და განვახორციელოთ იგი. ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ის გზა, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ", -განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ვიზების ლიბერალიზაცია არის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტი და უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება.

რობერტ ფიცომ ფილმი “რაჭა ჩემი სიყვარული” გაიხსენა, როგორც სლოვაკებისა და ქართველების მეგობრობის სიმბოლო. მისი თქმით, ბედნიერი იქნება, თუკი პოლიტიკოსების ურთიერთობა ფილმის გმირების მეგობრულ ურთიერთობას დაემსგავსება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42