ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის წყვილი დღეს ქორწინების 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ისინი უკვე 3 გოგონას, გაბრიელას, ოლისა და ევას მშობლები არიან. როგორც ხატიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, მეუღლეებმა იუბილე ერთმანეთს დილით მიულოცეს, ხოლო საღამოს მეგობრებთან ერთად გეგმავენ შეკრებას და ამ თარიღის აღნიშვნას. რაც შეეხება საჩუქარს, ხატიამ მეუღლისთვის ხის მაიმუნი შეარჩია, რადგან მაიმუნის წელი მოდის და თავადაც ამავე წელშია დაბადებული. ასე რომ რამაზ ნოზაძეს მეუღლემ კიდევ ერთხელ აჩუქა საკუთარი თავი. ხატიამ სოციალურ ქსელში ქორწინების თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე საათის წინ სტატუსიც გაავრცელა.
„ყველას გვაქვს ერთი ნაბიჯი წარსულიდან მომავალში... არავინ იცის ეს ნაბიჯი გაამართლებს თუ არა, მაგრამ ბრმად ვდგამთ მაშინ, როცა ოცნებები გაბედულებას გვმატებს. ჩემს შემთხვევაში ამ ნაბიჯმა ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება და მიმართულება შეუცვალა. ვიყავი ერთი, ამ ერთი ნაბიჯით გავხდი ორი და შემდეგ წლებში გავმრავლდი 5-ამდე. ხვალ 5 წელი გვისრულდება რაც ოჯახი შევქმენით. დიახ ზოგჯერ თქვენს ერთ ნაბიჯზეა დამოკიდებული მთელი თქვენი ცხოვრება. წარმატებულ გარდამავალ ნაბიჯს გისურვებთ ჯერ კიდევ გამოუცდელებს“- წერს ხატია სიჭინავა ფეისბუკის გვერდზე.



მასალის გამოყენების პირობები






