რუსეთის მიერ გაცემული 7 რეკომენდაცია საქართველომ ცნობად მიიღო და მხარი არ დაუჭირა
პოლიტიკა - 13:19, 13 Nov, 2015     3237

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, დამტკიცდა სამუშაო ჯგუფის ანგარიშის ის ნაწილი, რომელშიც ასახულია საქართველოსთან მიმართებით გაცემული ყველა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები გაეროს წევრმა 71-მა სახელმწიფომ შეიმუშავა 2015 წლის 10 ნოემბერის სესიაზე, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს მიერ 2015 წლის ივლისში წარდგენილი ანგარიშის განხილვა.

აღსანიშნავია, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია. ამ ეტაპზე საქართველომ მხარი დაუჭირა 142 რეკომენდაციას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო დიდი ნაწილის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობას დაწყებული აქვს სამუშაო პროცესი. 54 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველო, დადგენილი წესის შესაბამისად, თავის პოზიციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სხდომაზე (2016 წლის მარტი), როდესაც დაგეგმილია შემაჯამებელი ანგარიშის დამტკიცება.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს საოკუპაციო ძალას (რაც ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა საქართველოს დელეგაციის მხრიდან ანგარიშის განხილვისას), რის გამოც საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას, რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული 7 რეკომენდაცია საქართველომ ცნობად მიიღო და მხარი არ დაუჭირა.

ამასთანავე, საქართველომ აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება წარადგინოს შუალედური ანგარიში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42