"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს რეზოლუციის პროექტს სთავაზობს
პოლიტიკა - 12:55, 13 Nov, 2015     1000

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტს რეზოლუციის პროექტს სთავაზობს, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლისა და სიძულვილის ენის შეწყვეტის, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისადმი სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირებისათვის აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ეხება. რეზოლუცია დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააცნო.

„მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მხარდამჭერთა აქციია. აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა ინციდენტს აქციის მონაწილეებისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ლორთქიფანიძის მონაწილეობით, რის გამოც დაკავებულ იქნენ “რუსთავი 2”-ს მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია.

საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით და მოითხოვა სასამართლოსგან მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 ოქტომბერს დააკმაყოლფილა, ხოლო 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ დატოვა ძალაში.

საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობას და შეურაცხმყოფელ ქმედებებს ნებისმიერი პირის მიმართ.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავთა რეაგირება ამგვარ ფაქტებზე არ უნდა მოხდეს შერჩევითად და ანალოგიური უნდა იყოს იდენტურ შემთხვევებში. სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ბევრად უფრო მძიმე დარღვევები განხორციელდა პარლამენტის წევრთა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და პოლიციის თანამშრომელთა მიმართ, რასაც რიგ შემთხვევებში მოჰყვა დამნაშავეთა მიმართ მცირე ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება.

საქართველოს პროკურატურის ამგვარი პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იყენებს წინასწარი პატიმრობის ზომას პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისათვის, რაც აღინიშნა კიდეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

- მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, ყურად იღონ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა, შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლის პრაქტიკის გამოყენება, ასევე უარი თქვან ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობის წახალისებაზე, რის მაგალითებიც მრავლად მოიძებნება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრთა გამოსვლებში;

- მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, იმოქმედოს უკანასკნელ ხანს ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების ანალოგიურად და შუამგომლობით შევიდეს სასამართლოში აქციის მონაწილეთა მიმართ მიღებული აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნით“, - ნათქვამია რეზოლუაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42