უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეეცდება ყველა საქმეზე, რომელთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, საზოგადოების ინფორმირებულობა უზრუნველყოს.
ამის შესახებ გვენეტაძემ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების კომენტირესას განაცხადა.
„სამართალწარმოების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეფასებაზე პოზიციებს ვერ დავაფიქსირებთ. თუმცა, ვეცდებით, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით იქნება მიღებული, ინფორმირებულობის დონეზე უზრუნველყოფილი იყოს ანუ, იუსტიციის საბჭო უზრუნველყოფს ყველა იმ საინფორმაციო განმარტებითი წერილისა და ინფორმაციის მომზადებას, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ამ საქმესთან დაკავშირებით იქნება განხორციელებული", - განაცახადა ნინო გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






