"ჩვენ არაფერს არ დავთმობთ! შიმშილობის აქცია გაგრძელდება" - ირმა ინაშვილის პასუხი პრემიერის
პოლიტიკა - 10:42, 13 Nov, 2015     2454

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან აღიარებას არც ელოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინაშვილი განცხადებას ავრცელევს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გავეცანი პრემიერ მინისტრის განცხადებას. მე, რა თქმა უნდა, არ ველოდი და არა ველი, რომ ხელისუფლება აღიარებს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას.

მორიგჯერ ვიმეორებ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა არა მარტო საგარეჯოში, არამედ მარტვილშიც. მეტს გეტყვით, არ ვიცი მოვიგეთ თუ არა არჩევნები (კონკრეტულად) მარტვილში, მაგრამ მინიმუმ 10%-ით მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე დაგვიწერეს.

მე ვერ ვიხსენებ, რომ საქართველოში რომელიმე ხელისუფლებას ოდესმე ეღიარებინოს არჩევნების გაყალბება. არადა, საქართველოში რომ არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა, ეს ყველამ კარგად იცის. საინტერესოა ისიც, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება, ვიდრე ხელისუფლებაში მოვა, წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, ხოლო როცა თავად აღმოჩნდება ხელისუფლებაში, მაინც გაყალბების გზას ირჩევს!

საგარეჯოში რომ არჩევნები გაყალბდა, ეს, პირველ რიგში, იცის ყველა საგარეჯოელმა და მერე იცის მთელმა საქართველომ. რაც მთავარია, ეს ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და მეტს აღარ ვისაუბრებ!

დღეს ჩვენ სწორედ იმისთვის ვიბრძვით,რომ 2016 წლის არჩევნები არ გაყალბდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფო მოხელეების, მერებისა და გამგებლების, პოლიციის უფროსებისა, თუ სხვათა ჩარევა საარჩევნო პროცესში, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება განიხილებოდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ვიბრძვით იმისათვის, რომ საარჩევნო კომისიებში 13 წევრიდან 10 არ ჰყავდეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ანუ ვიბრძვით, რომ არჩევნებში მონაწილეობა იყოს თავისუფალი და კონკურენტებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები. ჩვენი მოთხოვნები არაერთგზის გავაჟღერეთ პრესით, ტელევიზიით, ინტერნეტითაც, მაგრამ ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ვერ ხვდება და არ ესმის, რაზე ვსაუბრობთ. არადა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც 2012 წელს სწორედ ამ ყველაფერს (ანუ რასაც დღეს ჩვენ ვითხოვთ) გვპირდებოდა... მაგრამ ახლა არაფერს გვპირდება. თითქოსდა ეს მოთხოვნები არც ესმის. თითქოსდა ვერ იგებს, რას ვითხოვთ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გვესაუბრება. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ სურს! ხელისუფლებამ ხალხის ნდობა დაკარგა! ხელისუფლება უკვე დღეს ემზადება 2016 წლის არჩევნების გაყალბებისთვის.

აი, ამიტომ ჩვენ არაფერს არ დავთმობთ! ვიქნებით პრინციპულნი და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება! შიმშილობის აქცია არა მატო გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება! მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცია ძალიან ცუდად იქცევა გორში, ზუგდიდსა და ქობულეთში. მთელი დღეა ცდილობს მოშიმშილეების დაშინებასა და აყრას. ამაშიც ჩანს, დღეს რაოდენ სავალალო ვითარებაში ვიმყოფებით. ჯერ ხელისუფლებას და შესაბამისად, პოლიციას შევახსენებ: შიმშილობა, თუ მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი სხვა სახეობა კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტია... და ამ ფუნდამენტს არავინ უნდა შეეხოს!“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42