"რუსთავი 2"-ის მფლობელები განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 10:06, 13 Nov, 2015     4197

„რუსთავი 2“-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„12 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა 2 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები - ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია. გვსურს, ჩვენი სრული თანადგომა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა პატრიოტებს და მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადოთ სამოქალაქო სიმამაცისთვის. ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი საერთო გამარჯვებით - რუსთავი 2 კვლავ იდგება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე, რაც მრავალთა შორის, მათი დამსახურებაც არის. გვინდა გამოვთქვათ რწმენა, რომ ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძის და კახაბერ გაბუნიას პატიმრობა მხოლოდ დროებითია და ისინი მალე შეუერთდებიან საკუთარ ოჯახებს და ახლობლებს. აქვე, მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მოახდინონ დაკავებული პირების პატიმრობაში ყოფნის კანონიერებისა და დასაბუთებულობის მონიტორინგი და მიმართონ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შეწყდეს თავისუფალი მედიისთვის მებრძოლი პატრიოტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი პარლამენტთან დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42