უკანასკნელ პერიოდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა (სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა, 240,000 ხელმოწერა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, პარლამენტში ინტერპარტიული კომისიის ინიცირება, შუალედური არჩევნები 31.10.2015, მიმდინარე საპროტესტო-შიმშილობის აქცია) კიდევ უფრო ნათელი გახადა პრობლემათა სიმწვავე და ცხადყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობა.
ჩვენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან-კოალიცია „ქართულ ოცნებისგან“ დიალოგს საარჩევნო გარემოს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით:
1. პარლამენტის საარჩევნო სისტემა;
2. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი;
3. უფასო სარეკლამო საეთერო დრო;
4. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა.
იმედი გვაქვს, რომ ზემოხსენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელისუფლება დროულად მიიღებს საკანონმდებლო გადაწყვეტილებას.
ჩვენის მხრივ, ვადასტურებთ მზადყოფნას დიალოგისათვის ფართო კონსესუსის მისაღწევად.
ახალი მემარჯვენეები
მამუკა კაციტაძე
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა
ნინო ბურჯანაძე
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ბაჩუკი ქარდავა
თავისუფალი საქართველო
კახა კუკავა
თავისუფლება
კონსტანტინე გამსახურდია
რეფორმატორები
ირაკლი ღლონტი
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
ზურაბ ხარატიშვილი
საქართველოს ევროპელი დემოკრატები
პაატა დავითაია
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
შალვა ნათელაშვილი
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და
პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
გია ბერძენიძე
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
აკაკი ასათიანი
მასალის გამოყენების პირობები






