"მინდა მივმართო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, შეწყვიტონ პროტესტის რადიკალური ფორმა" - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 21:12, 12 Nov, 2015     1853

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "პატრიოტთა ალიანსს" მიმართავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მოშიმშილეებმა სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში უნდა გააგრძელონ ოპონირება.

ღარიბაშვილი მოუწოდებს ინაშვილსა და მის თანამოაზრეებს შეწყვიტონ პროტესტის რადიკალური ფორმა - შიმშილობა.

"მსურს გამოვეხმაურო მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.

ობიექტური გარემოებები მიუთითებს, რომ შუალედური არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა და ორივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩემთვის ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსმა“ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში კონკრეტულ, შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა კანონის სრული დაცვით იმოქმედებს. მე პირადად აქტიურად დავაკვირდები და თვალყურს მივადევნებ ამ პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები აღნიშნულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შეძლო შუალედურ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ რესპუბლიკელი კანდიდატისთვის, თამარ ხიდაშელისთვის რეალური ოპონირება გაეწია. ფაქტია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური გარემო ღია და კონკურენტული გახდა. ეს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის დამატებითი ფაქტორია, რომ ოპონირების პირობებში გაორმაგებული ძალისხმევით იმუშაოს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ასევე, მიმაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესებას და დახვეწას საჭიროებს, რაზეც მიმდინარეობს კიდეც მუშაობა. იმედი მაქვს, ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა კონსტრუქციულად ჩაერთვება და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილს შეიტანს, რათა ყველამ ერთად მივიღოთ ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მინდა მივმართო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, შეწყვიტონ პროტესტის ეს რადიკალური ფორმა და საარჩევნო კანონმდებლობასთან თუ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მშვიდ გარემოსა და სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, გააგრძელონ ოპონირება.

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ორი ეროვნული მასშტაბის არჩევნები, მაღალი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩავატარეთ და საქართველოს მოქალაქეების არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დავაყენებთ"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42