44 მომხრე, სამი წინააღმდეგი - თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების ამკრძალავი პროექტი პარლამენტმა ჩააგდო.
"ქართული ოცნების" წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივის, ხმა მისივე კოლეგებმა: ლევან ბერძენიშვილმა, მალხაზ წერეთელმა და ზვიადი ძიძიგურმა არ მისცეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: ნუკრი ქანთარიას, ოთარ ჩრდილელს, გუგული მაღრაძეს ლუკა კურტანიძეს, გია ვოლსკის, ეკა ბესელიას, თამარ კორძაიას, ვახტანგ ხმალაძეს, ფრიდონ საყვარელიძემს, გიგა ბუკიამს, პაატა კვიჟინაძეს, გიორგი კახიანს, ზურაბ ტყემალაძეს, დემურ ბაშალეიშვილსა და გიორგი გაჩეჩილაძეს.
რაც შეეხებათ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, ისინი პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომებს არ ესწრებიან - მიზეზი "რუსთავი 2"- ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებია.
ქუცნაშვილის კანონპროექტის ითვალისწინებს: 2017 წლის 1-ელ იანვრამდე (საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება მაღალი თანამდებობის 746 პირს უჩერდებოდა - საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გამგებლებს.
მასალის გამოყენების პირობები






