ინფორმაცია ამის შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსდა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, რეესტრმა ეს დოკუმენტი ერთი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დაარეგისტრიროს და თუ პასუხი დადებითი იქნება, მაშინ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას უფლებამოსილება ხვალვე აღუდგებათ.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის იურისტების სარჩელი თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, რევაზ საყევარიშვილი კვლავ დროებით მმართველად დარჩა, თუმცა უფლებამოსილებას მას შემდეგ განახორციელებს, რაც განაჩენს სარჩელზე სააპელაციო სასამართლო გამოიტანს. რაც შეეხება დვალს მას თამაზ ურთმელიძემ დროებითი მმართველის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობას კვლავ ნიკა გვარამია შეასრულებს, ხოლო ფინანსური დირექტორის მოვალეობას - კახა დამენია.

მასალის გამოყენების პირობები






