“ პრიმიტიულ უმეცრებასათან დაკავშირებით, რაც ჩემი სახელით ვრცელდება და უკავშირდება ვითომცდა ჩემ მიერ ირმა ინაშვილის მოპატიჟებას და მიღებას ნაციონალურ მოძრაობაში. პატრიოტთა ალიანსი არის სრულიად ოდიოზური ორგანიზაცია, რომელთანაც არასდროს და არავითარი კავშირი არ მქონია. მეტიც, მგონი, არც ვიცნობ მათ წევრთაგან რომელიმეს. არც კი ვიცი, არაადეკვატურობის რა ხარისხს უნდა შესწვდეს ადამიანი, რომ ჩემი და პატრიოტთა ალიანსის კავშირი დაიჯეროს. შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება ის, რომ ინაშვილთან ალიანსი ოდესაში მაკკეინის, სააკაშვილის და რუბიოს ინიციატივით დაიგეგმა. საცოდაობაა მართლაც, რომ ამ სიბრიყვეზე მიწევს კომენტარის გაკეთება. ”- წერს ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ზოგიერთ მედია საშუალებაში გავრცელდა ნუგზარ წიკლაურის განცხადება სადაც ის მზადყოფნას აცხადებდა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსთან“ ეთანამშრომლა.
მასალის გამოყენების პირობები






