"საქართველოს განვითარების ბურჭულაძისეული ხედვა" - ნაბიჯი პოლიტისკენ?
პოლიტიკა - 18:27, 12 Nov, 2015     4323
პაატა ბურჭულაძემ ახალი ფონდი დააფუძნა, რომლის ერთ-ერთი წევრი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანია. გავრცელებული ინფორმაციით, ფონდი უახლოეს 2 თვეში პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება, თუმცა ვანო მაჭავარიანი ამ ინფორმაციას „ნიუპოსტთან“ კატეგორიულად უარყოფს.

მისი თქმით, ფონდი სახელწოდებით „საქართველოს განვითარებისთვის“ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა.

„ფონდი დარეგისტრირდა, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) საზოაგადოებრივი ორგანიზაცია. ის დააფუძნა იურიდიულმა პირმა - პაატა ბურჭულაძემ, რომელიც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეა. მე მთხოვა ვყოფილიყავი ხელმძღვანელი, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემ გარდა ფონდის წევრები არიან: დავით ჯანდიერი, გიორგი რუხაძე, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი. ხათუნა ლაგაზიძე და სხვები“ - აცხადებს მაჭავარიანი.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე, რა ფუნქცია ექნება ახალ ფონდს, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა განმარტა, რომ „საქართველოს განვითარებისთვის“ წევრები, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების აქტიური წევრებთან ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალური კრიზისიდან გამოსვლის გზებს დასახავენ.

„საზოგადოებას შევთავაზებთ სივრცეს, პოლიტიკური პარტიები იქნება ეს, საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ უბრალო აქტიური მოქალაქეები მიიღონ მაქსიმალური მონაწილება იმ თმემების განხილვაში, რომლებიც აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ერთად უნდა შევთვაზოთ გამოსავალი იმ სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისიდან რაც ქვეყანაში არსებობს“- აღნიშნა მაჭავარიანმა.

ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ფონდის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა არც მომავალში იგეგმება.

„მესმის, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა ბატონი ბურჭულაძის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ გარდავიქმნებით პოლიტიკურ პარტიად. კრიზისიდან გამოსავალი აღნიშნული ფონდითაც არის შესაძლებელი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვქმნით „საქართველოს განვითარების ფონდს“ და არა პოლიტიკურ პარტიას. ფონდი არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის ორგანიზაცია“- უთხრა მაჭავარიანმა „ნიუპოსტს“.

მისი თქმით, ბურჭულაძე ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება და ფონდის საქმიანობის შესახებ მედიისთვის სამშობლოში დარუნების შემდეგ ისაუბრებს.

ცნობისთვის ფონდის ერთ-ერთი წევრი ირაკლი გურჩიანი "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელია, მერაბ ტყეშელაშვილიც ასევე ბიზნეს საქმიანობას ეწევა.

გიორგი რუხაძეს პოლიტიკური წარსული აქვს, ის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი იყო, ხათუნა ლაგაზიძე ექსპერტია, რაც შეეხება დავით ჯანდიერს ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილეა. თავად მაჭავარიანი გიორგი მარგველაშვილის მარჯვენა ხელი იყო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.

პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლა რამდენიმე თვის წინ საგაზეთო ინტერვიუში არ გამორიცხა.

ბურჭულაძე ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიათი დაწყებული, მას პოლიტიკაში მოსვლას ყველა ლიდერი სთავაზობდა, მაგრამ იგი არ დათანხმებულა. თუმცა, ამავე ინტერვიუში ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში სხვაგვარად მოიქცეს.

"თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს"– ამბობს ინტერვიუში ბურჭულაძე. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ლოცვა–კურთხევის გარეშე არ მიიღებს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42