მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დღევანდელ გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია „სრულ დომხალს და ფიქსაციას“ უწოდებს.
მისი თქმით, ურთმელიძის გადაწყვეტილების მიზანი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი არ დააკმაყოფილოს.
"ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფესვდომართლმსაჯულობით. ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობს. მე გეტყვით ეს რატომაც არის საჩქარო. ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამარლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია. სინამდვილეში პრობლემა ამოწურული არ არის. ამ განჩინებთ დვალი განარიდეს პროცესებს. ვულოცავ, იქნება გადარჩეს. დატოვეს საყევარიშვილი, რომელსაც არანაკლებ საფუძველი აქვს, რომ იყოს მიკერძოებული. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტის წარმომადგენელია და რამდენიმე დღით ადრე გადადგა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. დღემდე ხედავენ იმედში. აქ სხვა ხერხს მიმართა, ურთმელიძემ არა, ვინც ამაზე მუშაობს იმან თქვა, რომ დვალი განვარიდოთ და საყევარიშვილს უფლებამოსილება. სრული სამართლებრივი დომხალია, რასაც ურთმელიძე და სასამართლო სისტემა აკეთებს“, - განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






