თბილისში ბიზნეს ინკუბატორი Fab Lab-ი გაიხსნა
პოლიტიკა - 14:54, 12 Nov, 2015     1633

თბილისის მერიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით ახალი, თანამედროვე სამრეწველო ლაბორატორია Fab Lab-ი გაიხსნა. ლაბორატორიის წითელი ლენტი, სიმბოლურად, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გაჭრეს. სამრეწველო ლაბორატორიის პროექტი თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდს“ ეკუთვნის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც ერთის მხრივ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ კვალიფიკაცია პრაქტიკულად აიმაღლონ, მეორეს მხრივ კი, ეს არის მოგებაზე გათვლილი ბიზნესპროექტი, რომლითაც ჩვენ ვეხმარებით მცირე მეწარმეებს. მათ შეუძლიათ ლაბორატორიის მეშვეობით სასურველი პროდუქტები და ნივთები დაამზადონ, რომელსაც შემდეგ ბაზარზე გაიტანენ გასაყიდად. ჩვენთვის ეს პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ასეთი სახის ლაბორატორია დედაქალაქში პირველად გაიხსნა, დეკემბერში კი ანალოგიური ლაბორატორია, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება“,-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

Fab Lab-ის მთავარი ამოცანაა გამომგონებელთა, ინოვატორთა და დამწყებ მეწარმეთა ხელშეწყობა. ბიზნეს ინკუბატორი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. თანამედროვე სტანდარტების დაზგა-დანადგარები მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს იდეა რეალობად აქციოს და მისთვის სასურველი სატესტო პროდუქტი ან ნივთი დაამზადოს.

ბიზნეს ინკუბატორი Fab Lab-ი მომხმარებლებს უფასოდ მოემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42