პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე თავდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხიდაშელის კითხვებზე სერიოზული პასუხის გაცემა უჭირს.
მისი თქმით, პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალასთან საუბრობს და ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება.
„ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასაბუთება იმისა, თუ რატომ გაუჩნდა პრეზიდენტს სურვილი მოშიმშილე ადამიანებთან მისულიყო. მითუმეტეს ეს ადამიანები ძირითადად საარჩევნო კანონმდებლობის თემაზე საუბრობენ. ვფიქრობ დღეს არ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალასთან მიდის თუ ამის საჭიროებას ხედავს და ის პრეზიდენტია. მე მგონი, არ არის რელევანტური, რომ მათზე დავიწყოთ პასუხების გაცემა. სხვათაშორის, ეს შეკითხვები თავისთავად ამტკიცებს, რომ კანონმდებლობაში, თუნდაც საარჩევნო თვალსაზრისით, ბევრი რამ შესაძლოა იყოს შესაცვლელი“, - განაცხადა ჩიხრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






