თანაინვესტირების ფონდი საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს
პოლიტიკა - 10:15, 12 Nov, 2015     1332

მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოში ამ ეტაპისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. ესენია ჰიდროელექტროსადგური მტკვარიჰესი; ცხენისწყლისა და ონის ჰესების კასკადი; რძის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო; გალერეა თბილისი; სასტუმრო და გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში; პანორამა თბილისი; სასტუმრო Axis Towers; მაღალი დონის კომპიუტერული მონაცემთა ცენტრი.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები. 2013-2015 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სულ მილიარდ 800 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. 2013-15 წლებში განხორციელდა 87 სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომლის ჯამურმა ღირებულებამ - 62 000 000 ლარი შეადგინა. იაფი კრედიტით ისარგებლა 16 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა, სახელმწიფო საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებით გაიღო 68 მილიონი ლარი. 2016 წელს მოხდება 49 სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, დაგეგმილია 5 სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; დაფინანსებულია 139 ახალი სასოფლო სამეურნეო საწარმო,სადაც დასაქმდა 2992 ადამიანი, ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 102 მლნ აშშ დოლარს. სახელმწიფოს თანადაფინანსებით 2016 წელს დამატებით გაიხსნება 15-20 გადამამუშავებელი საწარმო. 2013, 2014 და 2015 წლებში 800 ათასამდე მცირემიწიანმა ფერმერმა მიიღო 306 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი მიწის დამუშავებისთვის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაძენად. ყოველწლიურად მუშავდება 210 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი. 2016 წელს სარგებელს მიიღებს დამატებით არანაკლებ 100-150 ბენეფიციარი თანამედროვე ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის. აგროდაზღვევის შედეგად 2014-2015 წლებში გაცემულია 27 ათასზე მეტი პოლისი. 189 მლნ. ლარის ღირებულების მოსავალი, დაზღვეული ჯამური ფართობი შეადგენს 23,143 ჰექტარს, სააგენტოს მიერ დაფინანსებულია 13,545,034 ლარის პრემია. ქართული ჩაის წარმოების ხელშეწყობა - 2016 წლიდან დაიწყება 2 ეტაპიანი პროექტის განხორციელება. 2016 წლის განმავლობაში პლანტაციების რეაბილიტაციას მოხმარდება 3.5 მლნ. ლარი; პროექტის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ ყოველწიურად დამატებით იწარმოება 1500-2000 ტონა ქართული ჩაი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42