,,ხელისუფლება ოპოზიციაშია ხალხთან. თუ ვერ დავიცავთ რ2-ს, ყველა ოჯახში დიქტატურა დამყარდება“ - შაშკინი
პოლიტიკა - 23:15, 11 Nov, 2015     2298
შეტევა თავისუფალ მედიაზე, ბიუჯეტის გარღვევის საშიშროება, პრობლემები განათლების სისტემაში; საგარეო გამოწვევები - გაზპრომი და აფხაზეთის რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი რეკომენდაციები, რომლის გამოც დასავლელი პარტნიორები მთავრობის მხრიდან გაკიცხვის ადრესატებად იქცნენ. რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა როლი აკისრია საზოგადოებას - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.

_სამწუხაროდ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები - თავისუფალ მასმედიაზე პირდაპირი იერიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ოპოზიციაში მოსახლეობასთან, ოპოზიციაშია მედიასთან, ოპოზიციაშია არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მე მგონი, არ დარჩა აცერთი სფერო, რომელსაც ეს ხელისუფლება არ აკრიტიკებს და არ უპირისპირდება.

მაგალითად, თბილისის მერი უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ არავის საქმე არ არის თუ როგორ დაგეგმავს ბიუჯეტს. პარლამენტარები აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ევროკავშირის ხელმძღვანელებს, სავარაუდოდ მალე დღის წესრიგში დადგება ამერიკის პრეზიდენტის გინება, პარალელურად ჩამოიშალა მთლიანად სახელმწიფო ვერტიკალი. ის, რაც ხდება ახლა განათლების სფეროში, არის სრული კატასტროფა. ძალადობას, უცოდინრობას, გაცდენებს, ე.წ. ობშიაკის შეგროვებას უკვე დაემატა რასიზმის გამოვლინება - ბავშვებს დევნიან კანის ფერის გამო.

ჯანდაცვის სისტემაში, მოგეხსენებათ, მთავრობამ დაამატა 100 მილიონზე მეტი, რაც მეტყველებს ბიუჯეტის გარღვევაზე, რადგან ნოემბრიდან არანაირ ახალ პროგრამებს არ ვიყწებთ ჯანდაცვაში. არც პენსიების მატება არ არის მოსალოდნელი ნოემბრიდან. აქედან გამომდიარე, ეს არის დაფარვა იმ გარღვევის, რომელიც სახეზეა. მთავრობა ვერ თვლის რა დანახარჯი ექნება ჯანდაცვის სისტემაში, ეს უკვე პირველი დამატება არ არის. ფაქტია, რომ ხელისუფლებას სიტუაცია ხელიდან გაექცა და ეს ფული იხარჯება კორუფციულ გარიგებებში თუ იფლანგება, ეს უკვე სხვა საკითხია. უკვე მერამდენედ ხდება ფულის გადატანა ჯანდაცვის ბიუჯეტში. მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო არსებობს იმისთვის, რომ გათვალოს ყველაფერი.

_თქვენ თავისუფალ მედიაზე შეტევა ახსენეთ და ხომ არ ფიქრობთ, რომ იგივე ბიუჯეტის თემა და მიმდინარე ეკონომიკური საკითხები ერთგვარად გადაიფარა...

მთელი ყურადღება დღეს რუსთავი 2-ისკენ არის მიპყრობილი და ბუნებრივია, რადგან იქ გადის ზღვარი დიქტატურასა და დემოკრატიას შორის.

ჯამში, ეს ყველაფერი - შეტევა თავისუფალ მედიაზე, დიქტატურის დამყარების მცდელობა, კონკრეტული პრობლემები ბიუჯეტში, მთავრობის გადასვლა ოპოზიციაში ხალხთან, ქმნის ძალიან მძიმე სიტუაციას ქვეყნის შიგნით. გამოდიან საჯაროდ და ამბობენ, რომ არ მაინტერესებს ვინ რას ლაპარაკობს. შთაბეჭდილება იქმნება, რომ თავისი ოჯახის ფულს ხარჯავს. ეს ხომ ჩვენი ოჯახების ფულია. ამ დაპირისპირებით გადაფარეს ის პრობლემები, რომელიც ხალხს აქვს. ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება. ბიუჯეტის განხილვის დრო მოვიდა და ბუნებრვია, ამისთვის არავის სცალია, რადგან, კიდევ ვიმეორებ, მთელი ყურადღება გადატანილია დიქტატურის დამყარების მცდელობაზე. მაგრამ ადრე თუ გვიან ამას მოსახლეობა მიუბრუნდება. ვერ დავიცავთ რუსთავი 2-ს - ყველა ოჯახში დიქტატურა დამყარდება.

_რაც შეეხება საგარეო საკითხებს. ალიევის ვიზიტზე მინდა გკითხოთ. ჩვენი ინფორმაციით საუბარი შეეხო არა მხოლოდ გაზპრომის საკითხს, არამედ აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, რაც ცალსახად მიუღებელია აზერბაიჯანისთვის. ხომ არ უნდა ველოდეთ ბაქო-თბილსს შორის ურთიერთობების გამწვავებას?

რაც შეეხება საგარეო გამოწვევებს, გაზპრომის თემა, ალიევის ვიზიტი - ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პრობლემები არსებობს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ პრობლემებია გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. გავამწარეთ თურქეთი და აზერბაიჯანი. ის, რომ ჩვენი მთავრობა ეთამაშება გაზპრომს, ეს ნახევარი პრობლემაა. მთავარი პრობელემა არის ის, რომ ხელისუფლება აპირებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჩამოსვლამ ცხადყო, რომ ეს იყო ალიევის მთავარი მესიჯი საქართველოში. რუსეთმა ჩადო უზარმაზარი თანხა და გამალებით აშენებს გზას, საუაბრია ავარო-კახეთის გზაზე. ჩვენ მთავრობას ჰგონია, რომ ეს გზა ჩვენი ძროხების გასავლელად შენდება. ამას ემატება გეოოლიტიკური პრობლემები, კერძოდ, მასმედიის იერიშის გამო ჩვენი მთავრობა დაუპირისპიდა ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველა მიმართულებით გვაქვს პრობლემები.

_ფიქრობთ თუ არა რომ ამ ვითარებაში, საზოგადოებასაც თავისი როლი აკისრია? ცოტა პასიური ხომ არ არის საზოგადოება მითუფრო იმ ფონზე, როცა საუბარია, თავისუფალი მედიის, განსხვავებული აზრის დაცვაზე...

ცხადია. ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. განსაკუთრებით გაუგებარია ჩემთვის ის, რომ ხალხი, რომელიც აღშფოთდა იმ დადგმული სცენებით, რომელიც უჩვენეს 2012 წელს და რომლის მსგავსაც სავარაუდოდ კიდევ იღებენ, საერთოდ არ შფოთავს იმ კადრით, როცა საქართველოს ეროვნული გმირის ანწუხელიძის ხერხემალზე ხტუნაობს რუსი ჯარისკაცი და როცა მიდის ფლირტი რუსეთის ფედერაციასთან, იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ეს არის ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და რაც უფრო მალე მიხვდება საზოგადოება, რომ დღეს მიდის ბრძოლა რეგრესსა და პროგრესს შორის, წარსულსა და მომავალს შორის, მითუფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ წრიდან გამოსვლა. თუ გახსოვთ, 2012 წლამდე საუბარი და დიდი წივილ-კივილი იყო ატეხილი ჩინელების ჩამოსვლაზე. მას მერე, რაც შეიცვალა ხელისუფლება, ამაზე საუბარი შეწყდა. კითხვა არ გებადებათ რატომ? პასუხი არის მარტივი - ისინი ყვიროდნენ, ამაზე, ვინც ეხლა არიან მთავრობაში. როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, მაშინ ეს მიუღებელი იყო, ხოლო როცა მთავრობაში არიან, ან მთავრობასთან ახლოს, ამიტომ ეს თემა გაჩერდა. ის, ხალხი რომელიც რეგრესს ასახიერებდა 2012 წლამდე და ამბოდა, რომ ჩინელი თურმე ცუდია, დღეს უკვე მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ამბობს რომ კარგია. პროგრესულად მოაზროვნე თუ ხარ, ამას ხომ არ იტყვი, რომ ჩინელი ცუდია. ის ისეთივეა როგორც ქართველი, ამერიკელი და ა.შ. ჩინეთი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა იმისათვის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს დაეხმაროს. ეს არის მაგალითი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ის ხალხი, რომელიც იყო შევარდნაძის დროს ელიტის წარმოამდგენელი, ახლა არიან მთავრობაში. ეს არის რეგრესული ძალა, რომელიც უპირისპიდება ამერიკას, ევროკავშირს, ჩინეთს... ყველას, უპირისპირდება იმისათვის, რომ დაიცვას და დაიბრუნოს ისეთი სახელმწიფო, რომელიც იყო შევარდნაძის დროს, როცა თავად შუქიც ჰქონდა, გაზიც ხოლო სულ არ ადარდებდა დანარჩენი საქართველოს როგორ ცხოვრობდა. დღეს უბრალოდ ბევრად უფრო მდიდარია ქვეყანა, ვიდრე ეს იყო შევარდნაძის დროს და უფრო მეტი ფული აქვთ დასახარჯი, ესაა სხვაობა. ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ საზოგადოება დროულად უნდა მიხვდეს რა სპირალში ვართ შესული, რა წრეში ვტრიალებთ. რაც უფრო სიღრმეში შევდივართ, მით უფრო გაგვიჭირდება აქედან თავის დაღწევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42