"გამოსავალი ჩარჩოებს მიღმაა. ვტოვებ პარტიას" - ანდრო ბარნოვი "ენმ"-ს ტოვებს
პოლიტიკა - 19:56, 11 Nov, 2015     7976
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანდრო ბარნოვი პარტიას ტოვებს. როგორც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, ის არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძვნებს.


"ნაციონალურ მოძრაობაში 2013 წლის 12 იანვარს მივედი - როდესაც ნაციონალური მოძრაობა, იმ დროს ერთადერთი პროდასავლური პარტია, არჩევნებში დამარცხებული, რუსული პროპაგანდის განწირული მსხვერპლი იყო; როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მასში კეთროვანს ხედავდა, ახალი ხელისუფლება კი განადგურებით ემუქრებოდა. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი პოლიტიკური კარიერის ყველაზე სწორი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.მთელი ჩემი დრო და ენერგია, როგორც 2012 წლის არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ, მიმართული იყო იქით, რომ გაძლიერებულიყო სამოქალაქო საზოგადოება, გაძლიერებულიყო სახელმწიფო, საქართველოში გაძლიერებულიყო დასავლური კულტურა და ამოძირკვულიყო რუსეთის დამღუპველი გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე. მიმაჩნია, რომ ამ მიზნების მისაღწევად მართლაც მოვახერხე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, თუმცა ისიც ცხადია, რომ წინ კვლავაც დიდი გზა გვიდევს.დღეს სიტუაცია პარტიულ დაპირისპირებებში ჩაიკეტა. არადა, ბრძოლის ველი გაცილებით ვრცელია. საქართველოს მომავლის თვალსაზრისით, მხარე ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტია. აქ მხარეა ჩვენი საზოგადოება, ნაწილი საზოგადოებისა, რომელსაც სწამს მომავლის და ხელში არ შეჰყურებს რომელიმე ბატონს. სხვადასხვა რთული თუ მარტივი მიზეზის გამო, ამ ხედვის დამკვიდრებას პოლიტიკური პარტიები ვერ უზრუნველყოფენ. საჭიროა საზოგადოებასთან პირისპირ მუშაობა, საჭიროა პირუთვნელი საზოგადოებრივი მოღვაწეობა - ყოველგვარი პარტიული ინტერესისა და პარტიული მიზნების გარეშე.მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს, ვაფუძნებ ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას და სწორედ ამ რანგში გავაგრძელებ მოღვაწეობას. დეტალებს მალე მოვახსენებ საზოგადოებას"- წერს ანდრო ბარნოვი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42