"უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭებაზე საჯარო რეესტრში განცხადება საერთოდ არ შესულა"
პოლიტიკა - 17:52, 11 Nov, 2015     1631

საჯარო რეესტრის განცხადებით, რ2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგის, ზაალ უდუმაშვილისთვის მმართველის უფლების მინიჭების თაობაზე მათთან განცხადება საერთოდ არ შესულა და მსგავსი დოკუმენტიც არ დარეგისტრირებულა.

უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ"


"ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელიც ზაალ უდუმაშვილს კომპანიის მართვის უფლებას ანიჭებდა, მტკნარი სიცრუეა. კერძოდ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების - დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის მიერ ზაალ უდუმაშვილზე გაცემული მინდობილობა, საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნულის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state=search, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 211352016. ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია იმის ნახვაც, რომ ამ საკითზე საჯარო რეესტრში განცხადებაც კი არ შემოსულა.

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საჯარო რეეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება საწარმოს დირექტორი და არა მისი მინდობილი პირები.

ზაალ უდუმაშვილს, დავით დვალს და რევაზ საყევარაშვილს ერთობლივი განცხადებითაც რომ მოემართათ საჯარო რეეესტრისთვის, ეს მინდობილობა მაინც ვერ და არ დარეგისტრირდებოდა. ვინაიდან დირექტორის (მოცემულ შემთხვევაში დროებითი მმართველის) მინდობილი პირის/წარმომადგენლის რეგისტრაციის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (შპს შემთხვევაში დირექტორი) საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ კომპანიის პართნიორთა (წილის მესაკუთრეთა) გადაწყვეტილების საფუძველზე. ხოლო უშუალოდ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა წარმოადგენს კერძოსამართლებრივ ურთიერთობას უშუალოდ მასსა და სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის და მას კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებთან არანაირი შეხება არ გააჩნია.

შესაბამისად, საჯარო რეესტრი თვლის, რომ ნიკა გვარამიასა და ასევე დროებით მმართველების დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საჯარო რეესტრთან მიმართებაში უპასუხისმგებლოა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ მისი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობას და თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების ანდა ფაქტობრივად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან".







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42