მოქალაქე ივანიშვილს არ მივცემთ უფლებას დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი - “ახალი მემარჯვენეები“
პოლიტიკა - 17:34, 11 Nov, 2015     1338
„ახალი მემარჯვენეები“ ავლაბრის რეზიდენციის შესახებ ივანიშვილისა და მთავრობის მოწოდებებს განცხადებით ეხმაურებიან. მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის განცხადებები სცდება სამართლებრივ ფარგლებს და მიზნად ისახავს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას.

"ნიუპოსტი" ახალი მემარჯვენეების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ახალი მემარჯვენეები“ ვაცხადებთ, რომ არ მივცემთ უფლებას არც მოქალაქე ივანიშვილს და არც სხვას, დააკნინოს, ავტორიტეტი შეულახოს და ხელი შეუშალოს პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორც ხელისუფლების მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ შტოს, რომლის არსებობა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი და კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია გაუთავებელი საუბარი და მუქარა პრეზიდენტის სასახლიდან მისი გამოსახლების შესახებ.

ფაქტია, რომ ამ გზით ივანიშვილი ცდილობს დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ერთადერთი ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც არ მოექცა მისი გავლენის ქვეშ.

მით უმეტეს მიუღებელი და ცინიკურია, როდესაც ეს კეთდება ბიუჯეტის ხარჯების შემცირების და ხალხზე ზრუნვის საბაბით იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც 400 მილიონი ლარით გაზარდა ქვეყნის ბიუჯეტში სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო ანაზღაურების ხარჯები. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ 2016 წელს 1 მლრდ. 500 მლნ. ლარია გათვალისწინებული მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებისთვის და ამაში არ შედის მათი შენახვისთვის საჭირო სხვა თანხები, როგორიცაა საწვავი, საკომუნიკაციო ხარჯები და სხვ., ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების და ე.წ. აიპ-ების ხარჯები, რომლებშიც ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ადგილობრივი წარმოამდგენლების ნათესავ- მეგობრები არიან დასაქმებული.

„ახალი მემარჯვენეები“ ვთვლით, რომ პრეზიდენტის სასახლე გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ, საქართველოშიც, სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მსგავსად დამკვიდრდეს ტრადიცია პრეზიდენტის სასახლე იყოს ყოფილი, ამჟამინდელი და მომავალი პრეზიდენტების სამუშაო ადგილი და არავის ჰქონდეს უფლება მანიპულირების იარაღად გამოიყენოს ეს თემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42