"აწამეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ახალმა ხელისუფლებამ დამნაშავეები დააწინაურა" - ლაშა არქანია სამართალს სტრასბურგში ეძებს
პოლიტიკა - 18:39, 11 Nov, 2015     4899
2011 წელს ამერიკის საელჩოსთან ტერაქტის მცდელობის საქმეზე დაკავებული ლაშა არქანია ხელისუფლებას უუნარობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის წამებაში მონაწილე პირები დღესაც ძალოვან უწყებებში, მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ და დასჯის ნაცვლად დაწინაურდნენ კიდეც.

„4 წლის წინ ზუგდიდისა და წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად მაწამეს, ისინი ტერაქტის აღიარებას და სხვა დამნაშავეების დასახელებას მოითხოვდნენ. უარი რომ ვთქვი, ნარკოტიკები ჩამიდეს, მიმაღებინეს კიდეც და იარაღიც დამიდეს. მითხრეს, თუ ამაზეც უარს ვიტყოდი, უბრალოდ გამაუპატიურებდნენ. ჩვენების გამოძალვაში პროკურორი ლევან ფიფიაც მონაწილეობდა, რომელიც დღესაც ამ უწყებაში მუშაობს. ყველა, ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობას იღებდა, ისევ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ, მაგრამ უფრო მაღალ თანამდებობებზე - ლაშა გოგოხია, გიორგი სამუშია, დავით კვარაცხელია, ლაზიშვილი რომელიც დღეს სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია“- აცხადებს არქანია.

ყოფილ პატიმარი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მის ოჯახს დაუკავშირდა პროკურატურის თანამშრომელი და მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ სტრაზბურგის სასამართლოში შეტანილი განცხადების გამოტანა შესთავაზა.

„ნიუპოსტმა“ ლაშა არქანიასთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა სცადა, თუმცა ეს უკანასკნელი ჟურნალისტებთან საუბარს ერიდება. ჩვენს კითხვებს, 2011 წელს ამერიკის საელჩოსთან ტერაქტის მცდელობის საქმეზე დაკავებულის ძმამ - დავით არქანიამ უპასუხა. არქანია იმ სამართალდამცავების გვარებს ასახელებს, რომლებიც მის ძმა აწამედდნენ.

დავით არქანია: "ცემა-წამება, ჩვენების გამოძალვა, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, სიგარეტით იღლიების ამოწვა, მუქარა გაუპატიურებით - ეს ყველაფერი ჩემმა 35 წლის ძმამ ზუგდიდისა და წალენჯიხის პოლიციის შენობაში გადატანა.

თქვენს გამოცემასთან ვასახელებ იმ ადამიანებს რომლებმაც ეს ყველაფერი ჩაიდინეს:

ჩემი ძმის წამება უშუალოდ წალენჯიხის პოლიციის უფროსის გოჩა გოგოხიას ბრძანებით ხდებოდა. უშუალოდ გოჩა გოგოხია და კოხტა კოდუა მას გაუპატიურებით დაემუქრნენ და ასევე განუცხადეს, რომ მის თავლწინ მოუკლევდნენ ასაკოვან მშობლებს. ჩემი ძმის გატაცებაში რუსლან აბულაძეც იღებდა მონაწილეობას, რომელიც გოგოხიას მოადგილე და მარჯვენა ხელი გახლდათ. არქანიას სახლიდან გატაცებაში მონაწილეობას იღებდა ასევე ჯვარის პოლიციის ყოფილი უფროსი აბაშიძე, რომელიც ჩემი ძმის დაკავებიდან დაახლოებით ორ კვირაში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ხატაბერ სამუშიაც უნდა დაისაჯოს, რადგან ისიც ამ ბოროტების ერთ-ერთი განმახორციელებელია. დაკავებული, პოლიციის განყოფილების ნაცვლად მეზობელი სოფლის მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც სიგარეტით უწვავდნენ სხეულს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სორედ აქ მოვიდა გოჩა გოგოხია და მის ქვეშევრდომებს უბრძანა გადაეყვანათ ჯვარის პოლიციაში, სადაც გაგრძელდა დამამძიმებელ ვითარებაში ჩემი ძმის მიმართ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა.

ჩამოთვლილი პოლიციელების გარდა, ლაშა არქანია წამების ორგანიზატორობასა და შესრულებაში ხელს ადებს: დავით კვარაცხელიას, თორნიკე შელიას, ხაკაბერ სამუშიას, ილუშა აქუბარდიას, ილუშა სონღულიას, კოხტა კოდუას, რუსლან აბულაძეს და ლევან ფიფიას, რომელიც საქმის პროკურორი იყო და თვალი დახუჭა იმ წამებაზე რომლის კვალი ჩემ ძმას სასასმართლოზე ემჩნეოდა. წამების ერთ-ერთი მონაწილე იყო ლაზიშვილი, რომელიც დღეს სასაზღვრო პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომელია.

- სად, რა თანამდებობაზე მუშაობენ ის პირები, რომლებიც წამებაში მონაწილეობდნენ?

- გოჩა გოგოხია დღესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მოადგილეა. ეს ის გოგოხიაა, ვინც ესწრებოდა ჩემი ძმის წამებას, მისი უშუალო დავალებით გაუსწორდნენ კახაბერ არქანიას. - მიშა აქუბარდია, კახაბერ სამუშია, გოჩა გოგოხია, კოხტა კოდუა... მათი გვარები ნახსენები აქვს ჩემს ძმას გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, თუმცა არავინ არ არის დაკავებული, მეტიც დაკითხულიც კი არ არიან. არაერთი განცხადებით მივმართეთ შს სამინისტროს, იმის დასადგენად, ვინ სად მუშაობს ამ მომენტისთვის. გოგოხიას მსგავსად სონღულიაც წალენჯიხის მოქმედი პოლიციელია. თორნიკე შელია - ცრუ მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც გასამართლდა ჩემი ძმა, დღეს, ახალი ხელისფლების დროს ჯვარის რიგითი პოლიციელობიდან გახდა პოლიციის უფროსი.

- იქნებ მომიყვეთ თქვენი ძმის დაკავების დეტალები, თავს როგორ გრძნობს?

- ჩემი ძმა ციხიდან 2013 წლის 17 იანვარს, ამინისტიის საფუძველზე გამოვიდა. ამის შემდეგ ერთი თვე წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათია“-ში მკურნალობდა. ახლა სოფელშია და პერიოდულად მკურნალობს. ძალიან უჭირს ამ თემაზე საუბარი, ამიტომაც თქვა თქვენთან შეხვედრაზე უარი.

- 29 მაისს მასთან მივიდა ორი პირი, რომელთაგან ერთი 26 მაისის აქციის მონაწილე იყო. ისინი პოლიციელებმა არქანიას სახლიდან გამოსვლისთანავე დააკავეს, ერთი გაუშვეს, მეორეს კი საპროცესო გაუფორმეს და პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი ძმის დევნა. 29 ივნისს, შინ დაბრუნებულმა ლაშამ ბოსელთან დაინახა ორი პირი დიდი ჩანთით ხელში, მოშორებით კი პოლიციელები რომლებსაც იარაღი ჰქონდათ მოტანილი. ჩემ ძმას შეეშინდა და გიაქცა. ჩემი ძმა 14 ივნისს დააკავეს. 27 ივლისს სასამართლო სხდომაზე მან პირველად განაცხადა, რომ ორივე იღლია სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი.

- როდესაც არქანიას პოლიციაში აწამებდნენ, გამომძიებელმა ილუშა აქუბარდიამ მას გამოსძალა ე.წ. აღიარებითი ჩვენება. მისგან ითხოვდნენ ეღიარებინა, რომ იყო ტერორისტული აქტების შემსწრე. მას უცნობი პიროვნებებისთვის ხელი დადებასაც აიძულებდნენ, რაც არასგზით არ გააკეთა. რომ ვერ გატეხეს, წყალში გახსნილი ჰეროინი მიაღებინეს. კოხტა კოდუა ტელეფონით ვიღაცას პერიოდულად უკავშირდებოდა და ეუბნებოდა “ჯერ კიდევ ჯორზე ზისო“, ბოლოს, როცა დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩემი ძმა სამშობლოს მოღალატის სახელით ციხეში ცოცხალი თავით არ დაჯდებოდა, კოხტა კოდუამ უთხრა - “ახლა თუ შენ ამ ავტომატზე და ჰერიოინზე ხელს არ მოაწერ, გაგაუპატიურებო“.

- რა არის მთავარი მოთხოვნა...

- მოძალადე პოლიციელების დასჯა.

როგორც "ნიუპოტს" დავით არქანიამ განუცხადა, მისი ძმის წამების საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო, და ის დაზარალებულდაა ცნობილი.

არქანია ამბობს, რომ უკვე ახალი მთავრობის პერიოდში მის ოჯახს დაუკავშირდა პროკურატურის თანამშრომელი და მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა გამოეტანა განცხადება, რასაც დაზარალებული არ აპირებს.

რაც შეეხება ლევან ფიფიას პროკურატურაში მუშაობის საკითხს, უწყებაში აცხადებენ, რომ ფიფია არქანიას საქმეში არ ფიგურირებდა.

შს სამინისტროში კი ყოფილ პოლიციელებზე ინფორმაციის მისაღებად სპეციალური მიმართვა მოგვთხოვეს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42