ენმ თბილისის მერიას 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ წინადადებებს სთავაზობს
პოლიტიკა - 14:33, 11 Nov, 2015     1375
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარეებმა სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი წინადადებები წარმოადგინეს.

სევდია უგრეხელიძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას წერილით მიმართავენ და იმ კონსტრუქციულ წინადადებებს სთავაზობენ, რაც მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.
ბრიფინგზე ირაკლი აბესაძემ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემატიკის, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ პროგრამებზე ისაუბრა.
კერძოდ, დეპუტატი, პირველ რიგში, საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის, ავტობუსის მძღოლებისთვის, მუშებისა და დამსუფთავებლებისთვის და ათასობით იმ ადამიანისთვის, ვინც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას ყოველდღიურად ახორცილელებენ, ბიუჯეტში ხელფასების მინიმუმ 20 %-იანი ზრდის ინიციატივით გამოვიდა.
ირაკლი აბესაძემ სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, სკოლის პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა და იმ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც ქალაქში საცობების განტვირთვისა და ზოგადად, გაადგილების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.
დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი თბილისის საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბერს უნდა წარედგინოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42