დაჭრილი სამხედროების საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლება - თავდაცვის უწყების ინიციატივა
პოლიტიკა - 13:55, 11 Nov, 2015     1408

საქართველოს თავდაცვის უწყების განცხადებით მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა, მათთვის სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბესიკ ლოლაძეს პარლამენტში განსახილველად „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი შეაქვს. პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო მისიებსა თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროების საშემოსავლო გადასახადების ვალდებულებისგან გათავისუფლებას.

ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე, დაჭრილ სამხედროებს ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია ესაჭიროებათ. ეს მათ ფინანსურ შესაძლებლობებთან პირდაპირ კავშირშია. ჯარისკაცები 90 თვის განმავლობაში სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, სამხედროები სამედიცინო კომისიას გაივლიან და მათ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი მიენიჭებათ. ეს კი ავტომატურად გახდება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საფუძველი.
სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა.

კანონპროექტის თანახმად დაწესდება საგადასახადო შეღავათი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადით დაშავებული სამხედროების მიერ წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი არ დაიბეგრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42