„პატრიოტთა ალიანსი“ გურიაშიც იშიმშილებს
პოლიტიკა - 13:54, 11 Nov, 2015     2489

„პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეთ აქციას გურიის რეგიონიც შეუერთდება და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ჩვენთან დიალოგზე არ წამოვა“,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა გოგიბერიძემ განაცხადა.

მან ასევე მხარდამჭერებს მოუწოდა დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო ღონისძიებების მიმართ სოლიდარობის აქტის დაფიქსირების მიზნით რეგისტრაცია ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისებში გაიარონ.

„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს „პატრიოტთა ალიანსმა“ ქალაქ თბილისში დაიწყო ფართომასშტაბიანი აქცია, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა 20 ათასამდე მხარდამჭერმა სლოგანით „არა გაყალბებულ არჩევნებს“ გააპროტესტა. მანიფესტაციამ მოგვიანებით ჯერ პარლამენტის შენობასთან, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა. მიმდინარე აქციას სულ მალე რეგიონები შეუერთდება, მივმართავთ პროტესტის უკიდრეს და უმძიმეს ფორმას- უვადო შიმშილობას, თავდაპირველად ეს დიდ ქალაქებში დაიწყება, შემდეგ კი ყველა მუნიციპალური ერთეული და თვითმმართველი ქალაქი შეუერთდება, მათ შორის გურიაც. აქციაში ჩაერთვება როგორც ოზურგეთი, ასევე ლანჩხუთი და ჩოხატაური, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივმა ლიდერმა შოთა გოგიბერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42