ირანის რესურსები მაქსიმალურად უნდა შემოვიტანოთ - კალაძე ირანული გაზი შემოტანაზე
პოლიტიკა - 12:35, 11 Nov, 2015     1985
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ირანის რესურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნას გამოყენებული.

მისი თქმით, ირანული გაზი საქართველოში შემოტანილი უნდა იყოს. მიზეზად კალაძე კვლავ კონკურენციას ასახელებს.

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი რესურსები გამოყენებული იქნას ჩვენს საკეთილდღეოდ, შემოტანილ იქნას საქართველოში შეძლებისდაგვარად, რომ იყოს უფრო მეტი კონკურენცია. თუ იქნება კონკურენტუნარიანი ფასები მათი მხრიდან შემოთავაზებული, მაშინ შესაძლებელი იქნება იყოს ბაზარზე და კონკურენცია გაუწიოს სხვა მომწოდებლებს", - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ირანში ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება.

რაც შეეხება რუსულ გაზს, კალაძე ამბობს, რომ საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე.

"საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე, რადგან ჩვენ სხვა წყაროები გვაქვს, 2019 წელს შემოდის ახალი პროექტი, შაჰდენიზის მეორე ბაზა, რომელიც სრულდება და აქედან კიდევ დამატებით მოცულობებს მივიღებთ. ჩვენ, რა თმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ შემოვიყვანოთ სხვა ალტერნატიული მომწოდებლები, როგორიცაა თურქმენეთი, ირანი. ამ მიმართულებით ვმუშაობთ", - განაცხადა კახი კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42