ჩახაიების 11 სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
პოლიტიკა - 12:12, 11 Nov, 2015     3228
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ჩახაიების 11 სულიანი ოჯახი, ღიაცისქვეშ დარჩა.

ძლიერმა წვიმამ ხის სახლი მთლიანად მოწყვიტა საძირკველს, დაზიანდა სახურავი.

ჩახაიების მრავალსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. 11 სულიან ოჯახში არც ერთი წევრი არ მუშაობს, 5 მცირეწლოვანი ბავშვიდან კი ერთ-ერთი მძიმედაა დაავადებული.

ჩახაიები აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას სახლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

მას შემდეგ რაც სახლი ჩამოინგრა ჩახაიებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრები შეხვდნენ.

გამგებლის მოადგილე გურგენ სართანიამ აღნიშნა, რომ დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად ადგილობრივი მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც გამგეობაში განაცხადეს, სამშენებლო მასალის გადაცემის კვოტა ამოწურულია, თუმცა, რადგან ხაჩაიების შემთხვევა განსაკუთრებულია, მოხდება მათი კოტეჯით უზრუნველყოფა.

თავად ჩახაიები ამ დრომდე მეზობლების ოჯახში არიან გადანაწილებულნი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42