დარღვევები საგარეჯოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში - საიას განცხადება
პოლიტიკა - 10:04, 11 Nov, 2015     1557

საია საგარეჯოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო კანონდარღვევის სულ 19 შემთხვევა დააფიქსირეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეული/არაჯეროვანი შესრულების - 4, უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნის - 2, საარჩევნო უბნის აღჭურვასთან დაკავშირებით - 3, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების - 2, საკონტროლო ფურცლის ხარვეზით შევსების - 5, მარკირების გარეშე ხმის მიცემის - 1, კენჭისყრის შენობის არასათანადოდ მოწყობის - 2 შემთხვევა. ასევე დაფიქსირდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი სტატუსის მქონე პირთა ჯგუფების ყოფნის 8 შემთხვევა.

დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში საერთო ჯამში 17 საჩივარი წარადგინა, რომლებიც 28 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხებოდა. აქედან, 7 საჩივარი წარდგენილ იქნა საგარეჯოს №11 საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც 15 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, ხოლო 10 საჩივარი - მარტვილის №65 საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც 13 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ოლქის მაგალითზე, საოლქო საარჩევნო კომისიებმა დააკმაყოფილეს საიას მოთხოვნა და სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევების გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (შენიშვნა/გაფრთხილება) გამოიყენეს საარჩევნო უბნების თავმჯდომარეების, მდივნებისა და კომისიების შესაბამისი წევრების მიმართ. საგარეჯოს ერთ უბანზე კომისიის მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების მოთხოვნით საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს საიას საჩივრები 5 უბნის შედეგების გადათვლის თაობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა საიას ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლოში, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საგარეჯოს 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა.

რაც შეეხება უშუალოდ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შეფასებას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ არჩევნებს გარკვეული სახის თავისებურებები ახასიათებდა, რაც განასხვავებდა მას სხვა არჩევნებისგან. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზები და ნათლად წარმოაჩინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო რეფორმის განხორციელების აუცილებლობა მთელი რიგი მიმართულებებით. გამომდინარე აქედან, გვინდა აღნიშნულ შეფასებაში მეტი ყურადღება დავუთმოთ ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე გამოიკვეთა. ამავდროულად, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა და რეკომენდაციები, რაც თავის მხრივ, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების უკეთეს საარჩევნო გარემოში ჩატარებას:

o პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შუალედური არჩევნები ერთგვარი პოლიტიკური ბოიკოტის პირობებში წარიმართა. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, რამაც არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი მნიშვნელოვნად დაბლა დაწია.

o ხმის მიცემა დაბალი აქტივობით წარიმართა, თუმცა მაღალი იყო როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში და უშუალოდ არჩევნების დღეს. მართალია, პოლიტიკური თანამდებობის პირების აქტიური ჩართულობის გამო საარჩევნო კანონმდებლობა არ დარღვეულა, თუმცა, მსგავსი ფონი არ ქმნიდა თანაბარი საარჩევნო გარემოს აღქმას.

o ისევე, როგორც ყველა წარსულ არჩევნებზე, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კენჭისყრის დღეს შეინიშნებოდნენ გაურკვეველი სტატუსის მქონე პირები, რომლებიც სიებით ხელში აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მართალია, ეს არ არის კანონის დარღვევა, თუმცა ჩვენი აზრით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე ირიბ კონტროლს და ხელს არ უწყობს თავისუფალი არჩევნების პრაქტიკას.

o 31 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ე.წ სპეც უბნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზები. საია წლების განმავლობაში მოუწოდებდა ხელისუფლებას საკითხის სათანადოდ დარეგულირებისაკენ. მართალია, 2012 წლის არჩევნების შემდგომ შეინიშნებოდა ე.წ სპეც უბნების მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენცია, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემის არსებული რეგულაციები კვლავ პრობლემურია და აჩენს ეჭვებს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის მქონე პირების, ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების, ხმებით შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით.

o პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. მართალია, ამ ინციდენტებს არ მოუხდენიათ გავლენა უშუალოდ კენჭისყრის პროცესზე, თუმცა მსგავსი ფაქტები ქმნიან დაძაბულობას და ხელს უშლიან საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას.

o რიგ შემთხვევებში საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პასიურობა და არაეფექტური რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მაგალითად, უჯარმის საარჩევნო უბანზე, რა დროსაც საფრთხე შეექმნა კენჭისყრის უბანზე მყოფი პირების უსაფრთხოებას და არსებობდა სიტუაციის ესკალაციის მაღალი რისკი, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებას.

o საგარეჯოს ოლქში მიმდინარე არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატის მომხრეების მხრიდან დაფიქსირდა რიგი პროვოკაციული ქმედებები, რაც ასევე შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

o რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე და საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა გამოვლინდა. ცალკეულ შემთხვევებში, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელი ოქმების შევსებისა და ბალანსის გამოყვანის საკითხები.

o კვლავ აქტუალურია არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი, რომელიც უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პოლიტიკურ ძალას და ხელს არ უწყობს მრავალპარტიულ დემოკრატიას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს დარჩენილი დრო და განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში წარმართვას.

კერძოდ, მიგვაჩნია, რომ:

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

- უნდა დაწესდეს მთელი რიგი შეზღუდვები, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების თანაბარ პირობებში წარმართვას. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს ერთის მხრივ, პოლიტიკური თანამდებობის პირთა წრის დავიწროება, ვისაც შეუზღუდავად შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.

- მეორეს მხრივ, უნდა დაწესდეს ე.წ. „სიჩუმის დღე,“ რათა კენჭისყრის დღეს და რამდენიმე საათით ადრე კენჭისყრის დღემდე, ყველასათვის აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოება საჯარო სივრცეში.

- სპეც. უბნების შექმნის საკითხი მკაცრად უნდა დარეგულირდეს. საარჩევნო კოდექსმა უნდა დაადგინოს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში უნდა შეიქმნას ან არ შეიქმნას სპეციალური საარჩევნო უბნები, როდესაც ამომრჩეველთა რაოდენობა სამხედრო ნაწილში 50-ს აღემატება, რათა მისი შექმნის, ან არშექმნის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქცეს მანიპულაციის საბაბად. ამასთან, მსგავსად სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა პირებისა, სამხედრო მოსამსახურე არ უნდა სარგებლობდეს მაჟორიტარულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უპირატესობით, როდესაც იგი იმყოფება იმ ოლქის ფარგლებს გარეთ, სადაც იგი არის დარეგისტრირებული", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42