ექსპრემიერთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა. მისი თმით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება იყო.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს „კარფურის“ ახალი ჰიპერმარკეტის გახსნის ღონისძიებაზე კომენტარის დროს განუცხადა.
მე მქონდა ბატონ ბიძინასთან შეხვედრა, ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო უნდა დაფაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით. ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც, რეალურად, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოში, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ამ თემაზე მქონდა მასთან შეხვედრა და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან, რეალურად, ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წაწიოს ჩვენი ქვეყანა.
პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის 125 მილიონიდან 150 მილიონ დოლარამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს, რათა ეს მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. ჩვენი შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა ეს იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შესახებ დღეს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






