„ის რომ ესეთი დევალვაცია მოხდა და ბევრი კრედიტორები ძალიან ცუდ დღეში არიან, ამაზე ფიქრობს ხელისუფლება , ვფიქრობ მეც. არ გამოვრიცხავ პირადი დახმარებაც კი აღმოვუჩინო მათ, რომ არ მოხდეს ბიზნესში რამე მკვეთრი გადანაწილება და არ მოხდეს ბანკროტი, „ბანკროტსტვა“ , გაკოტრება უკაცრავად რუსული სიტყვა ვიხმარე. ზოგადად ძალიან მაწუხებს ეს თემა, რომ დევალვაციის ხარჯზე, ვისაც ქონდა კრედიტი აღებული თავის დროზე ლარის კურსი იყო 2-ზე ქვემოთ და დღეს არის 2.40- თან ახლოს , თითქმის 30%-ისთ გაუძვირდათ კრედიტები და მისი დაბრუნება იქნება რთული, მე ამ თემებზეც ვმსჯელობ, ქუმსიშვილს გუშინაც შევხვდი“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ექსპრემიერის თქმით, იყო თუ არა ლარის გაუფასურების წინააღმდეგ სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებები შესაბამისი, ამის შესახებ მისმა ანალიტიკოსებმა კვლევის ჩატარება ვერ შეძლეს, რადგან მიუწვდომელია ციფრები. ივანიშვილის თქმით ამ პრობლემას სებ-ისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მოაგვარებდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ გაუგებარი მიზეზით ეს პროცესი შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






