კანონმდებლობა ავლაბრის რეზიდენციის საკითხში ივანიშვილის სასარგებლოდ არ მუშაობს
პოლიტიკა - 19:49, 10 Nov, 2015     3270
საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს და არ დათანხმდება ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადასვლას - ასე უპასუხეს მარგველაშვილის აპარატში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "სურს თუ არ სურს მარგველაშვილს რეზიდენციის დატოვება მოუწევს".

ივანიშვილის განცხადებით, რეზიდენციასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურებმა საკუთარი უფლებამოსილება უნდა განახორციელონ.

„ყველამ უნდა დაიცვას კანონი და პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს. პირველ რიგში პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, სახელმწიფოს პირველი პირის ადმინისტრაცია ათონელის რეზიდენციის საკითხი გააქტიურებას ინსტიტუტის დისკრედიტაციად აფასებს.

"ასეთი აბსურდი, რომ სახელმწიფოს მეთაურის, პრაქტიკულად, გამოსახლების საკითხი იდგეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან, არ გამიგია და არ მსმენია არსად" - განაცხადა მარგველაშვილის მრჩველმა კახა კოჟორიძემ.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მთავრობამ იცოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მარგველაშვილი რჩებოდა აღნიშნულ რეზიდენციაში. სწორედ ამიტომაც ათონელის რეზიდენცია შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში. უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავრობა ბევრად უფრო ადრე იყო ინფორმირებული პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. წერილი 2014 წლის ივლისშია გაგზავნილი, რომ პრეზიდენტი აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენას.

თავად მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის ირგვლივ განვითარებულ აჟიოტაჟზე დღეს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ამ საკითხზე პრეზიდენტის შეხედულება ცნობილია.

პრეზიდენტი რეზიდენციის ირგვლივ არსებულ დაძაბულობას მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირებს. გარდა ამისა, ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, ეს შენობა არ შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჭიროებებს.

გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი უკავშირდება არა კვადრატულ მეტრებსა და საბინაო საკითხებს, არამედ დაპირისპირებას ივანიშვილსა და მას შორის. მარგველაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილისთვის მიუღებელია, პრეზიდენტი დამოუკიდებლად საქმიანობდეს და თვითონ წყვეტდეს საკუთარ პოზიციას. მისი თქმით, საქართველოს არ ჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მითითებებს დაემორჩილება და მეორე შენობაში გადავა.

„ნიუპოსტი“ დაინტერესდა კანონის რა ნორმას იშველიებს ივანიშვილი და არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება (ბიძინა ივანიშვილი) პრეზიდენტის გამოსახლებას შეძლებს.

თავდაპირველად ჩვენ ივანიშვილის ორგანიზაცია - „მოქალაქე“- ში შევეცადეთ ვითარებაში გარკვევას, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად „მოქალაქის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

კომენტარის გაკეთება არ ისურვეს საპარლამენტო უმრავლესობის იურისტმა წევრებმაც. ვახტანგ ხმალაძემ ამ საკითხზე საუბრისგან თავის შეკავება მოუცლელობით ახსნა.

„თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მობრძანდით პარლამენტში, ახლა დაკავებული ვარ“- გვითხრა მან.

"თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება იურისტებისა და არასამათავრობო სექტორის შეფასებებს, ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ პრეზიდენტი თავად ადგენს და განსაზღვრავს ადგილსამყოფელს.

კონსტიტუციონალისტი - ლევან ალაფიშვილი: „ეს არის რიგითი მოქალაქის პოზიცია. არ ვფიქრობ, რომ სამართლებრივ კაზუისტიკაზე ღირდეს კონცენტრირება. სახალისო თემატიკასაც შევმატებ ამ ყველაფერს. პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც უქმდება საპოლიციო გამოსახლება. სხვა სამართლებრივ შეფასება არ არის საჭირო. მიუხედავად პოლიტკური წარსულისა ეს არის რიგითი მოქალაქე, რომელიც იურიდიულ კაზუისტიკაში ვერ ერკვევა. ის თვლის, რომ ასე იქნება უმჯობესი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში არიან პრეზიდენტი და მთავრობა, ხოლო ქონებრივ საკითხებზე კი სასამართლო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობა განკარგავს სახელმწიფო საკუთრებას, ის უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო დაწესებულება სარგებლობაში რა ფორმით გადასცეს. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში კონსტიტიციაში ეს საკითხი განსხვავებულად არის მოწესრიგებული, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ პრეზიდენტი თავად ადგენს და განსაზღვრავს საქმიანობის წესს, მასში მოვისაზრებთ ადგილსამყოფელს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელს. პრეზიდენტს ბრძანებულების სახით მიღებული აქვს დადგენილება, სადაც წერია რომ მისი ადგილსამყოფელი არის ავლაბარში, რა მისამართზეც არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეს გადაწყვეტილება არის უპირატესი და იურიდიული ძალის მატარებელი სახელმწიფოს და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებასთან მიმართებით.

შეგახსენებთ, რომ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსებულიყო, თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლაზე საბოლოოდ უარი თქვა. შესაბამისად ზემოთაღნიშნული შენობა იმ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, რომელთა გაყიდვითაც ხელისუფლება სავალუტო კრიზისიდან გამოსვლას გეგმავდა. განიხილება მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, ათონელზე საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო, უწყების ახლანდელი შენობა კი უნდა გაყიდულიყო.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42